ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ნაპირებთან სულ ცოტა, 74 მიგრანტი დაიღუპა


დღეს ლიბიის ჩრდილოეთით მდებარე ნაპირებზე სულ ცოტა, 74 ადამიანის გვამი გამოირიყა. ინფორმაციას ლიბიის “წითელი ნახევარმთვარე” ავრცელებს.

ორგანიზაციის პრესსპიკერი მოჰამედ ალ-მისრატი ამბობს, რომ მათ ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე დახეული გასაბერი ნავიც იპოვეს. იმის გამო, რომ მსგავსი ნავებით საშუალოდ 120 ადამიანი გადაჰყავთ, ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.

გასულ წელს, ლიბია-იტალიის მიმართულებით მიგრანტთა გადაადგილების დროს, 4 579 ადამიანი გარდაიცვალა. 2015 წელს დაღუპულთა რაოდენობა თითქმის ნახევარი - 2 869 იყო.

XS
SM
MD
LG