ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და ავსტრალია ერთობლივ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს მართავენ


(ფოტო არქივიდან)
(ფოტო არქივიდან)

აშშ-ისა და ავსტრალიის ერთობლივი სამხედრო წვრთნებ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 30 000-ზე მეტი ჯარისკაცი იქნება ჩართული.

წვრთნები ავსტრალიაში, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება და მოიცავს იმიტირებულ სახმელეთო და საჰაერო ბრძოლებს, ასევე ამფიბიურ დაშვებებს. წელს სწავლებებში ამერიკელ და ავსტრალიელ სამხედროებთან ერთად, 11 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ წვრთნებიდან შეიძლება ჩინეთმა მიიღოს ისაა, რომ ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები, საერთო, ძირითადი ღირებულებების მიმართ, უკიდურესად მტკიცენი ვართ “, - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანმა, კარლოს დელ ტორომ სიდნეიში.

ამერიკა და ავსტრალია ერთობლივ წვრთნებს 2005 წლიდან მართავენ და ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს წვრთნები ავსტრალიის სხვადასხვა რეგიონში ერთობლივად მიმდინარეობს.

წვრთნებმა აჩვენა „ავსტრალიის ერთგულება, იმუშაოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განმარტავს რიჩარდ მარლი, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი.

ავსტრალია-ამერიკის წვრთნებში, წელს პირველად მონაწილეობს გერმანია. ბერლინმა ავსტრალიაში 210 მედესანტე და საზღვაო ქვეითი გაგზავნა. წვრთნებში უშუალოდ ჩართული არა რის ინდოეთი, ფილიპინები, სინგაპური და ტაილანდი, თუმცა მათი წარმომადგენლები პროცესს აკვირდებიან.

ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ჩინური გემი ავსტრალიის საზღვრებთან ახლოს დააფიქსირეს, რომელიც სავარაუდოდ წვრთნებს დააკვირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG