ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინის სიახლოვეს, გაქცეულ ძუ ლომს ეძებენ


ბერლინში, გაქცეული ძუ ლომის ძებნა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ გრძელდება.

პოლიციამ ნადირის ძებნა საგანგაშო სატელეფონო ზარის და ვიდეოს მიღების შემდეგ დაიწყო, რომელშიც სავარაუდოდ ძუ ლომი ჩანს. პოლიციას მიაჩნია, რომ ნადირის ვიდეო ნამდვილია.

ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრებლები გააფრთხილეს შინ დარჩნენ, სანამ ისინი ამ ტერიტორიაზე გაქცეულ გარეულ ნადირს ეძებენ.

პოლიციის ოპერაცია ღამით დაიწყო და მასში ორი შვეულმფრენია ჩართული. ძებნა ხუთშაბათ დილამდე გაგრძელდა. პოლიციის პრეს-მდივანმა ბრანდენბურგში, ნაკლებად დასახლებულ შტატში, რომელიც გერმანიის დედაქალაქს გარს ერტყმის, თქვა, რომ ნადირს ასობით პოლიციელი ეძებს.

პოლიცია ნადირის პოტენციურ წარმომავლობასაც იძიებს, მაგრამ ამ ტერიტორიაზე არსებულ არცერთ ობიექტს, სადაც ცხოველები ჰყავთ, ცხოველის გაუჩინარება არ აღურიცხავს.

გერმანული „როგალ ბერლინ“ ცირკის დირექტორმა „როიტერს“ უთხრა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში არ იყო საცირკო წარმოდგენები, რომლებიც გარეული ნადირებით გადაადგილდებოდნენ.

ძებნა ამჟამად ბრანდენბურგის კლაინმაჰნოს და შტანსდორფის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

უფრო ადრე, პოლიციამ განაცხადა, რომ გაძლიერებული საშიშროების შესახებ გაფრთხილება დედაქალაქის უკიდურეს სამხრეთ ნაწილზეც ვრცელდებოდა.

XS
SM
MD
LG