ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი ბენეტი, ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი გარდაიცვალა


ტონი ბენეტი და ლედი გაგა, გრემის 57-ე დაჯილოდება. 8 თებერვალი, 2015.
ტონი ბენეტი და ლედი გაგა, გრემის 57-ე დაჯილოდება. 8 თებერვალი, 2015.

გრემის 20 ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ტონი ბენეტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ვარსკვლავი 1950-იან წლებში გახდა. მუსიკის კრიტიკოსების თქმით, მისი განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ 21-ე საუკუნის მსმენელშიც კი ბენეტს განსაკუთრებული სიყვარულის დამსახურება შეძლო.

ბენეტი 80 წელზე მეტი ხნის იყო, როცა 2014 წელს, ლედი გაგასთან ერთად ალბომი ჩაწერა, 2015 წელს კი მასთან ერთად მსოფლიო ტურნე გამართა. პოპულარული დუეტები მას ჩაწერილი აქვს პოლ მაკარტნისთან, არეტა ფრანკლინთან, უილ ნელსონთან, ბონოსთან და სხვებთან.

2021 წლის დასაწყისში, ბენეტმა განაცხადა, რომ 2016 წელს, მას ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, საქმიანობა განაგრძო. მოგვიანებით კი „ტვიტერზე“ დაწერა - „ცხოვრება საჩუქარია, თუნდაც ალცჰაიმერით“.

ბენეტის ყველა დროის საუკეთესო ჰიტად, რომელიც მის მსმენელს განსაკუთრებით უყვარს, სიმღერა I Left My Heart in San Francisco მიიჩნევა.

XS
SM
MD
LG