ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ჩინელ კოლეგას შეხვდა


უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხუთშაბათს პეკინში ჩინეთის ვაჭრობის ვიცე მინისტრთან მოლაპარაკებები გამართა. ეს უკრაინის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის პირველი ვიზიტია, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთმა ჩინეთთან 2022 წლის თებერვალში ე.წ. „ულიმიტო“ პარტნიორობის შეთანხმების შესახებ განაცხადა. შეთანხმება უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე პეკინში პუტინის ვიზიტის დროს მოხდა.

შეხვედრა უკრაინელ ტარას კაჩკასა და ჩინელ ლინ ჯის შორის ხუთშაბათს დილით შედგა.

ოდესაში, ოთხშაბათს, დაბომბვის შედეგად, ჩინეთის გენერალური საკონსულოს შენობა დაზიანდა. აღნიშნული ინფორმაცია ოდესის გუბერნატორმა „ტელეგრამზე“ გაავრცელა. უცნობია ოდესაზე თავდასხმა პეკინში ოფიციალური პირების შეხვედრამდე მოხდა თუ მას შემდეგ.

ლინმა თქვა, რომ ჩინეთი მზადაა გააფართოვოს უკრაინიდან პროდუქციის იმპორტი და იმუშაოს უკრაინასთან ორ ქვეყანას შორის ორმხრივად ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გასავითარებლად. ამ ინფორმაციას ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინა იმედოვნებს ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას, თქვა კაჩკამ.

„უკრაინული მხარე გააძლიერებს ძალისხმევას უკრაინაში ჩინეთის მიერ დაფინანსებული საწარმოების უსაფრთხოების დასაცავად“, - თქვა კაჩკამ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ცნობით.

„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩინეთთან ერთად, რათა ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ჯანსაღ და მდგრად განვითარებას“, - განაცხადა მან.

უკრაინის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე ასეთი ვიზიტების ჩამონათვალის მიხედვით, უკრაინის მაღალჩინოსნის ბოლო მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში 2019 გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG