ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი და მოსკოვი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავს


ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის საზღვაო ფლოტი, იაპონიის ზღვაში რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალების მიერ დაწყებულ წვრთნებში მონაწილეობისთვის გაემგზავრა. უწყება აცხადებს, რომ წვრთნები "სტრატეგიული წყლების გზების უსაფრთხოების დაცვას" ისახავს მიზნად.

ჩინეთის ფლოტმა, რომელიც ხუთი ხომალდისგან და გემზე დატვირთული ოთხი ვერტმფრენისაგან შედგება, ქინგადაოს აღმოსავლეთი პორტი დატოვა და რუსულ ძალებთან "წინასწარ განსაზღვრულ ზონაში" შესახვედრად გაემგზავრა. ამის შესახებ სამინისტრომ თავის ოფიციალურ WeChat-ის გვერდზე კვირას განაცხადა.

შაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში, რომელიც იაპონიის ზღვაში გაიმართება. "გრომკი" და "სავერშენნი", ორი რუსული საომარი ხომალდი ამ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარე თვეში ეს ამ ხომალდების მეორე წვრთნა იქნება. მანამდე, მათ ცალკე წვრთნები ჰქონდათ ჩინეთის ფლოტთან ერთად.

XS
SM
MD
LG