ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა ხორვატიის პრეზიდენტის გამონათქვამი შეაფასა როგორც "მიუღებელი"


სამშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი გამოთქმისთვის, რომ ყირიმი უკრაინული კონტროლის ქვეშ არასდროს დაბრუნდება. სამინისტრომ მის კომენტარს „მიუღებელი“ უწოდა.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს მიიტაცა და კიევს განცხადებული აქვს, რომ რეგიონზე კონტროლის აღდგენის ძალისხმევას არ შეწყვეტს.

ორშაბათს, როდესაც ზაგრების მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების წინააღმდეგ საუბრობდა, მილანოვიჩმა თქვა „აშკარაა რომ ყირიმი უკრაინის ნაწაილი აღარასდროს იქნება“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ „ფეისბუქზე“ განაცხადა: „მიუღებლად მიგვაჩნია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ დააყენა“.

იმავე განცხადებაში, ნიკოლენკომ მადლობა გადაუხადა ხორვატიის მთავრობას და ხალხს, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას ეხმარება. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინისადმი დახმარებას მხარი ხმამაღლა დაუჭირა.

XS
SM
MD
LG