ხორვატებისთვის ამერიკაში მოგზაურობა მარტივდება. მათ შეერთებულ შტატებში ჩასვლა ვიზის გარეშე შეეძლებათ. ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა.
ბლინკენი "ტვიტერზე" წერს:
"დღეს მე წარვადგინე ხორვატია ვიზების გაუქმების პროგრამაში გასაწევრიანებლად. ეს ნაბიჯი აღიარებს ხორვატიის უზარმაზარ პროგრესს პროგრამის მკაცრი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ველით ამერიკასა ხორვატიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას", - წერს ენტონი ბლინკენი.
სახელმწიფო დეპარტამენტის სატიზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ამ დროისთვის ამერიკაში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია 38 ქვეყნისთვის.
- ანდორა
- ავსტრალია
- ავსტრია
- ბელგია
- ბრუნეი
- ჩილე
- ჩეხეთი
- დანია
- ესტონეთი
- ფინეთი
- საფრანგეთი
- გერმანია
- საბერძნეთი
- უნგრეთი
- ირლანდია იტალია
- იაპონია
- კორეა
- ლატვია
- ლინხენშტეინი
- ლიტვა
- ლუქსემბურგი
- მალტა მონაკო
- ჰოლანდია
- ახალი ზელანდია
- ნორვეგია
- პორტუგალია
- სან მარინო
- სინგაპური
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- ესპანეთი
- შვედეთი
- შვეიცარია
- ტაივანი
სიას უახლოეს მომავალში ხორვატია დაემატება. უვიზო მიმოსვლის პროგრამაში მყოფი ქვეყნების მოქალაქეებს ამერიკაში მოგზაურობა ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე შეუძლიათ თუმცა შტატებში მათი ვიზიტი არ უნდა აღემატებოდეს წელიწადის განმავლობაში 90 დღეს. სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია:
"უვიზო რეჟიმის პროგრამა (VWP) იმართება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ და ის საშუალებას აძლევს პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურისტულად ან ბიზნეს საქმიანობისთვის მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში ვიზის მიღების გარეშე".
კიდევ ერთი აუცილებელი კრიტერიუმი ელექტრონული პასპორტია. ადამიანი, რომელიც ამერიკაში ჩამოდის უნდა ჰქონდეს ციფრული ჩიპიანი პასპორტი, რომელიც მფლობელის ბიომეტრიულ ინფორმაციას შეიცავს.
Facebook Forum