ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ბრიტანული იარაღის მწარმოებელი კომპანიის კიევში დაფუძნებას მტრულ ნაბიჯად აღიქვამს


კრემლმა პარასკევს განაცხადა, რომ უარყოფითად უყურებს ბრიტანეთის თავდაცვის კონტრაქტორის BAE Systems-ის გადაწყვეტილებას, უკრაინაში დაფუძნების შესახებ. მოსკოვში ამბობენ, რომ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც აწარმოებს იარაღს და რომელიც გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ, გახდება მოსკოვის სამხედრო აგრესიის სამიზნე.

ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა: ”რა თქმა უნდა, იარაღის წარმოების ნებისმიერი ობიექტი, განსაკუთრებით, თუ ეს იარაღი ჩვენი მიმართულებით ისვრის, ჩვენი სამხედროებისთვის გამორჩეული ყურადღების ობიექტად იქცევა”.

ეს ნაბიჯი არ მოახდენს გავლენას უკრაინაში კონფლიქტის მიმდინარეობაზე და არ შეუწყობს ხელს საომარი მოქმედებების შემცირებას, თქვა პესკოვმა.

BAE Systems-მა, ბრიტანეთის უდიდესმა თავდაცვის კომპანიამ, ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში ოფისს ხსნის და ხელი მოაწერა შეთანხმებებს მთავრობასთან, რათა გაზარდოს კიევისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება.

განვცადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს კომპანიას, უშუალოდ იმუშაოს კიევთან, რათა შეისწავლოს პოტენციური პარტნიორები უკრაინაში 105 მმ-იანი საარტილერიო შეიარაღების წარმოების გეგმისთვის და უკეთ გაიგოს უკრაინის თავდაცვის მოთხოვნები.

სწროედ BAE-მ დაამზადა დიდი ბრიტანეთის და სხვა მთავრობების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული აღჭურვილობის დიდი ნაწილი.
XS
SM
MD
LG