ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბაშიძე-კარასინის ფორმატის ბუნდოვანება და სიცხადე


ქართულ-რუსული ურთიერთობები, დღევანდელი მოცემულობით, ორი ფორმატით გრძელდება. ესაა დისკუსიები ჟენევაში, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩართული და მეორე - პირისპირ, ერთი-ერთზე, ეგრეთ წოდებული აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შეიქმნა. მასში ჩართულია ევროკავშირი, ეუთო, გაერო, აშშ, საქართველო, რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო წარმომადგენლები.

აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩამოყალიბდა, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვნილის ინიციატივით.

პრემიერის #1543 ბრძანების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში, შეხვედრა ერგნეთში
ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში, შეხვედრა ერგნეთში

პრემიერ მინისტრის #39 ბრძანება ეხება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის 2013 წლის 27 თებერვლიდან 2 მარტამდე პრაღაში მივლინებას. მას დაევალა „საქართველო-რუსეთის პირდაპირი დიალოგის ფარგლებში მორიგი (მეორე) შეხვედრის გამართვა სტატუს-მდივანთან-რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან.“

თავდაპირველად, საქართველო-რუსეთს შორის, პირდაპირი დიალოგი მოიცავდა სამ, ნათლად გამოკვეთილ და ერთ ბუნდოვან მიმართულებას - სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირებს, ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებს. მეოთხე გახლდათ „თანამშრომლობის სხვა შესაძლო სფეროები“. - ურთიერთობის დღის წესრიგის ამგვარი ფორმულირება საქართველოს მთავრობის ვებგვერდის ძველ ვერსიაში იძებნება.

გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარალელურ რეჟიმში ორივე ფორმატში გახლდათ მოსკოვის მთავარი მომლაპარაკებელი - ჟენევაშიც და პრაღაშიც. ეს ვითარება 2020 წლამდე გაგრძელდა - ჟენევის ფორმატისთვის (მანამ, ვიდრე კარასინი მინისტრის მოადგილის პოსტიდან არ დაითხოვეს). პრაღის შეხვედრებში კი კარასინი დღემდე რჩება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლად.

მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:38 0:00

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე როდესაც აღიარების 15 წლისთავს ზეიმობდნენ, ცხინვალს გრიგორი კარასინი -საქართველოსთან მომლაპარაკებელი ეწვია. ის ცხინვალში ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

რუსულ მედიასთან ინტერვიუსას კარასინმა განაცხადა, რომ „რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ და ამ მიმართულებით საქმე წინ წავიდეს“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სპიკერისთვის, მამუკა მდინარაძისთვის ეს განცხადება წარმოადგენდა კარასინის მცდელობას „გადაეფარა მედვედევის განცხადება“. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ჟურნალისტები დაადანაშაულა იმაში, რომ „კარასინის განცხადებას, მედვედევის განცხადებასთან შედარებით, მეტი დრო დაუთმეს“.

„მე მინდა თქვენ გამხილოთ, როგორ აკეთებთ „ანტი-რუსული კამპანიის“ ფარგლებში ,რუსულ საქმეს,“- უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს. „კარასინის განცხადება, ცალკე აღებული, არ უნდა განვიხილოთ. ეს იყო, რამდენიმე დღის წინ, მედვედევის მიერ გაკეთებული, გაცილებით უარესი განცხადების გადაფარვის მცდელობა. მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის სურვილის მტკიცებულება დადო. ამ განცხადებამ აღშოთება გამოიწვია დე-ფაქტო ხელისუფლებშიც კი. იმდენად დამაზიანებელი და არასწორი იყო მედვედევის განცხადება, რომ მისი გადაფარვა თავის თავზე აიღო კარასინმა,“- მიიჩნევს მდინარაძე. მან ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს მიღწევად შეაფასა და დასძინა, რომ თუკი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან შეიძლება აშშ-სთვის და ევროკავშირისთვის, ვერ ხედავს პრობლემას ვერც საქართველოსთვის.

ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:56 0:00

„ჩვენთვის მთავარია, რომ მთელი ამ წლების მანძილზე საქართველო წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან დიდი მიღწევა და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩინეთთან ყველა მიმართულებით გაღრმავდეს თანამშრომლობა.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა. ანალოგიური მოსაზრება გააჟღერა „ოცნების“ კიდევ ერთმა სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი - "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა მხოლოდ ინერციის ხარჯზე გრძელდება და რომ ხელისუფლება ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს ამ მიმართულებით მუშაობისას.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების მომენტისთვის, 2012 წელს, იყო რწმენა, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების შანსი არსებობდა. ეს ფორმატი ურთიერთობების დალაგებისთვის შეიქმნა, თუმცა ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად გაუგებარ პლატფორმად იქცა. ერთი მხრივ, კარასინის გადადგომის და ფედერალურ საბჭოში გადასვლის შემდგომ, გაურკვეველია, რა პირდაპირი კავშირი შეიძლება არსებობდეს აბაშიძესა და კარასინს შორის. ბოლო წლებში, ეს ფორმატი კიდევ უფრო დაემსგავსა და გადაიქცა პატრონ-ყმურ ურთიერთობებად. ვგულისმობ იმ პოლიტიკას, რასაც საქართველო ატარებს რუსეთთან მიმართებით, უკრაინის ომის კონტექსტში. ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ არის არა მხოლოდ საჯაროდ პოზიციონირება, არამედ არსებობს ჩრდილოვანი გზები და არხები კომუნიკაციებისა და აბაშიძე და კარასინი, იმ ფორმატს მიღმა, რაც მათ უშუალოდ ეხებათ, სხვა თემებსაც მოიცავენ“,- ამბობს დავით ბრაგვაძე.

ხატია დეკანოიძე - საპარლამენტო ჯგუფი "ევროოპტიმისტები"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:18 0:00

მისი აზრით, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის დამამცირებელია რაც მოვისმინეთ - ბოდიშები და გაურკვეველი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პოზნერთან მიმართებით. „ამიტომ მგონია, რომ შექმნილ რეალობაში, ამ ფორმატს სრულად ამოწურული აქვს თავისი თავი. თუკი ჰქონდა პოზიტიური ეფექტის მოხდენის შესაძლებლობა, უკვე მოხდენილი აქვს. არ მგონია, მომავალში რაიმე არგუმენტი არსებობდეს ამ ფორმატის სასარგებლოდ,“- მიიჩნევს ბრაგვაძე.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე, გიორგი მელაშვილი „ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი არის ქართული ოცნების კრეატიული ქმნილება, რომლითაც მათ გვერდი აუარეს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

„ამ ფორმტს არანაირი შედეგი არ მოუტანია - გატაცებები და მკვლელობები როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება, მცოცავი ოკუპაცია გააქტიურებულია, რუსეთის რიტორიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არ შეცვლილა. ერთადერთი, რითაც ბატონმა აბაშიძემ საზოგადოებას დაამახსოვრა თავი, არის მლიქვნელური ბოდიშების კორიანტელი პოზნერისა თუ სხვა რუსი პროპაგანდისტებისადმი. ეს ფორმატი კიდევ უფრო გაუგებარი დიპლომატიური კონსტრუქტი გახდა მას შემდეგ, რაც კარასინი რუსული საგარეოდან საქმეთა სამინისტროდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში საპატიო პენსიაზე გაუშვეს. დღევანდელ პირობებში, მან თავი სრულიად ამოწურა და რჩება ქართული ოცნების წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის გაუგებარ ძეგლად,“- გვეუბნება გიორგი მელაშვილი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში, შეხვედრა ერგნეთში
ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში, შეხვედრა ერგნეთში

რაც შეეხება კარასინის მიერ გაჟღერებულ საკითხს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების თაობაზე ინდოეთისა და ჩინეთის მიმართ, მას არ აქვს მომავალი - მიიჩნევს დავით ბრაგვაძე. მისი არგუმენტები ამ მხრივ, ინდოეთის შემთხვევაში არის მისი მეტ-ნაკლებად დემოკრატიულობა. ბრაგვაძე ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უღიარებია. ჩინეთთან კი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამ ხელშეკრულებაში ჩაწერილია, რომ საქართველო აღიარებს ერთი ჩინეთის კონცეფციას, თუმცა საქართველოსთან მიმართებით მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს,- მიიჩნევს დავით ბრაგვაძე.

„მეორე მხრივ, გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, გაეროს ყოველწლიურ რეზოლუციებში, დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჩინეთის პოზიცია არასდროს ყოფილა საქართველოს მხარდამჭერი, თუ არ ჩავთვლით ბოლო რეზოლუციას, როდესაც მათ თავი შეიკავეს პოზიციის დაფიქსირებისგან,“- ამბობს დავით ბრაგვაძე.

დავით კირკიტაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:31 0:00

გიორგი მელაშვილი გვეუბნება, რომ კარასინის განცხადება უნდა აღვიქვათ ორი განსხვავებული პრიზმიდან. პირველი, ეს არის შიდა რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი გზავნილი, რაც არის მედვედევის გზავნილის გაგრძელება - რომ რუსეთი წარმატებულია, ასხივებს ძალას და იმონებს საკუთარ მეზობლებს. ამ პოზიციიდან, ეს გზავნილი არის დაშინების მცდელობა, საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. „ოღონდ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის ბლეფი - რუსეთმა ამოწურა საკუთარი დიპლომატიური შესაძლებლობები და არც ინდოეთი, არც ჩინეთი რუსულ წაგებულ თამაშში პირდაპირ ჩაბმას არ დააპირებენ,“ - მიიჩნევს გიორგი მელაშვილი.

დავით ბრაგვაძე კი დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან გაცილებით მეტი კრიტიკა ისმის დასავლელი პარტნიორების მიმართ, ვიდრე რუსეთის შესახებ,- „ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა სწყენოდა რუსეთის განცხადებები იმ დამსახურებების ფონზე, რაც დააგროვეს ბოლო ორი წლის განმავლობაში და გაბრაზებულიყვნენ. რუსეთის ხელისუფლება როდესაც ხედავს ასეთ დამყოლ პოლიტიკას თბილისის მხრიდან, გაცილებით უფრო თამამდება თავხედეურ განცხადებებში“.

ზურაბ აბაშიძესთან უშუალო საუბარი და კითხვების დასმა, ამ დროისთვის, მედიისთვის პრობლემას წარმოადგენს. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპიდან და საკითხისადმი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია შეხვედრების თაობაზე საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაციიდან გამომდინარე კი შეიძლება აღნიშნოს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი ბუნდოვანია - საზოგადოება ვერ იგებს, გრძელდება თუ არა აბაშიძე-კარასინის შეხვედრები და თუ გრძელდება, რა საკითხებს მოიცავს. რაკი ფორმატის გაუქმების თაობაზე ოფიციალური ბრძანებულება არსად ფიქსირდება, ეს სავარაუდოს ხდის, რომ შეხვედრები კვლავ ძალაშია და იმართება. სად და როგორ? - ინფორმაცია ამის თაობაზე არ საჯაროვდება.

XS
SM
MD
LG