ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო უკმაყოფილების ფონზე ისრაელი ქალაქ რაფაზე შეტევას აგრძელებს


ღაზაში, ქალაქ რაფაზე ისრაელის შეტევა გრძელდება და როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაცია უკვე ქალაქის სიღრმეში მიმდინარეობს.

ადგილობრივები „როიტერს“ უყვებიან რომ, რომ ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებითა და ტყვიამფრქვევებით ისრაელის ჯარი უკვე გამოჩნდა ალ-ავდას მეჩეთთან, რომელიც ცენტრალურ რაფაში მდებარეობს.

ისრაელის თავდაცვის ძალები განმარტავენ, რომ ქალაქ რაფაზე შეტევა გრძელდება, თუმცა გარკვეულ წინსვლაზე მინიშნება არ კეთდება. უწყება დამატებით დეტალებზე ჟურნალისტებს ინფორმაციას არ აწვდის.

ღაზაში მცხოვრები ადამიანები ამბობდნენ, რომ ქალაქი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა, მიმდინარეობდა სახმელეთო ბრძოლებიც.

„ტანკების ჭურვები ყველგან ცვილვა თელ ალ-სულთანში. ბევრი ოჯახი გაიქცა,“- ყვებიან ადგილობრივები „როიტერთან“ საუბრის დროს.

ქალაქ რაფაში მილიონობით ადამიანი იმყოფება, მათი ნაწილი დევნილია რომლებმაც „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის 8 თვის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალეს საცხოვრებელი. საერთაშორისო საზოგადოება ამბობს, რომ რაფაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობიან პალესტინელებს და ზრდის ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელიც ღაზის სექტორში ისედაც შემაშფოთებელ ნიშნულზეა.

ქალაქ რაფაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის შესახებ მსოფლიო საზოგადოებაში შეშფოთება მზარდია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელის იერიშების შედეგად დევნილთა კარვების ბანაკში, 45 პალესტინელი დაიღუპა. მათი დიდი ნაწილი, ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ. ქვეყნების ნაწილი ისრაელს მოუწოდებს შეწყვიტოს ქალაქ რაფაზე სახმელეთო ოპერაცია.

ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის 8-თვიანი ომის ფონზე, ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია გეგმავენ, აღიარონ პალესტინელთა სახელმწიფო. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ სამივე ქვეყნის ლიდერი ფიქრობს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტას უზრუნველყოფს.

ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელმა 7 ოქტომბერს გამოაცხადა, მას შემდეგ რაც „ჰამასის“ თავს დაესხა ისრაელს. თავდასხმას მალევე მიენიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG