ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰამასის" თქმით, ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ, საავადმყოფოში ასობით ადამიანი დაიღუპა, ისრაელი მის როლს უარყოფს


ღაზის სექტორის, "ჰამასის" ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის საჰაერო იერიშს ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაახლოებით 500 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა. ქალაქის საავადმყოფო სავსე იყო არამარტო პაციენტებით, არამედ დევნილებითაც, აცხადებენ ბლოკადაში მოქცეული ანკლავის ჯანდაცვის ოფიციალური პირები.

ეს ღაზის სექტორში ყველაზე სისხლიანი დღეა, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასის" იერიშის დროს, 1 200-ზე მეტი ადამიანის მოკვლის და ათასობით ადამიანის დაშავების გამო, ისრაელმა დაჯგუფებას ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

ისრაელი უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ მათ საავადმყოფო სამიზნეში ამოიღეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საავადმყოფოს თავად “ჰამასის” არასწორად გაშვებული რაკეტა მოხვდა. ისრაელი პირობას დებს, რომ მომხდარს გამოიძიებს და ყველას მოუწოდებს "ფრთხილად გააშუქონ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ცნობები".

ეს ისრაელში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჩასვლის წინა დღეს ხდება. ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტს 18 ოქტომბერს გეგმავს, რათა მას მხარი დაუჭიროს "ჰამასთან" ომში. "ჰამასიო" ღაზის სექტორს აკონტროლებს.

არაბულმა ქვეყნებმა, მათ შორის ირანმა და თურქეთმა საავადმყოფოს დაბომბვა სწრაფად დაგმეს. პალესტინელთა ლიდერმა მას "საშინელი დანაშაული, გენოციდი" უწოდა და თქვა, რომ მომხდარში ისრაელის მხარდამჭერი ქვეყნებიც პასუხისმგებელნი არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG