მაღალი რანგის ამერიკელი იფიციალური პირები კვირას გაფრთხილებას აკეთებდნენ, რომ ისრაელსა და მეამბოხე დაჯგუფება ჰამასს შორის არსებული ომი შესაძლოა ახლო-აღმოსავლეთში ფართო-მასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს. მათ გამოხატეს შეშფოთება, რომ ლიბანურმა გასამხედროებულმა დაჯგუფება ჰამასმა შესაძლოა ისრაელს ჩრდილოეთიდან დაარტყას და რომ დაპირისპირებაში შასაძლოა ირანიც ჩაერთოს.
ისრაელმა ღაზის სექტორში გამანადგურებელი საჰაერო კამპანია წამოიწყო ისრაელში უპრეცედენტო თავდასხმებზე საპასუხოდ ჰამასის დაჯგუფების მიერ. თავდასხმებს 1300 მშვიდობიანი ისრაელის მაცხოვრებელი ემსხვერპლა. ღაზის ოფიციალური პირების ცნობით, კი ღაზაში 2 2000 ადამიანი დაიღუპა, ბევრი აქედან ბავშვია.
ირანმა მძლავრი შედეგების შესახებ ილაპარაკა, თუ “ისრაელის ომის დანაშაულები და გენოციდი არ შეწყდება”. თეირანმა ეს გზავნილი ისრაელს გაეროს საშუალებით მიაწოდა, რომ იძულებული იქნება საპასუხო რეაქცია გააკეთოს თუ ისრაელი მოსალოდნელ სახმელეთო შეტევას განახორციელებს.