ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტის საზღვართან სატვირთო ავტომობილებით მობილიზებულია, თუმცა არ არსებობს გეგმა, როგორ უნდა მოხდეს დახმარების მიწოდება პალესტინელებისთვის ღაზის სექტორში.
საზღვრისპირა ტერიტორია გასული ღამის განმავლობაში კიდევ დაიბომბა, რასაც “ჰამასის” ხელისუფლების წარმომადგებლების თქმით, რაფაჰში 49 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ღაზის სექტორში ამ დრომდე რჩებიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, რომელთა ნაწილმა სცადა საზღვართან მისვლა, თუმცა მოგვიანებით საჰაერო იერიშების გამო ეს ვერ შეძლო.
ენტონი ბლინკენი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ისრაელში მეორედ იმყოფებოდა, ამბობს, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ისრაელთან რათა მოხდეს გეგმის შემუშავება, თუ როგორ უნდა შეიტანონ ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ამ და სხვა საკითხების განსახილველად, ისრაელის მაღალი პოლიტიკური პირების წარმომადგენლებთან 9 საათიანი შეხვედრა გამართა.
ეგვიპტე ამბობს, რომ ღაზის სექტორთან დამაკავშირებელი საზღვარი რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელოვანია პალესტინელი ხალხისთვის არ დაუხურია, თუმცა საზღვარი უფუნქციოა რადგან, ოფიციალური პირების თქმით, ისრაელი მიმდებარე ტერიტორიას ბომბავს.
ღაზის სექტორის დაბომბვა ისრაელმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასი ისრაელს თავს დაეხა, თავდასხმის შედეგად 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 200-მდე გაიტაცეს.
ისრაელზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ღაზის სექტორი ბლოკადაშიც მოქცა, სექტორს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. ღაზაში 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
გაერო ამბობს, რომ რაფაჰის საზღვრის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებები ამ დროისთვის წარუმატებელია და შეთანხმების მიღწევა ვერ ხდება.
მოლაპარაკებებში ჩართულია ამერიკის შეერტებული შტატები. სახელმწიფო მდივანი ამ თემებზე სასაუბროდ რეგიონის ყველა ქვეყანას სტუმრობდა.
ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკაც და ისრაელიც შიშობს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს ან გაანადგურებს „ჰამასი”. ეგვიპტეს თქმით კი, არსებობს შიში იმის თაობაზე, რომ შესააძლოა ჰუმანიტარული დახმარება „ჰამასმა“ იარაღის საფარად გამოიყენოს.
მიდის მუშაობა იმაზე, რომ ღაზის სექტორში მცხოვრებმა ადამიანებმა დახმარება უსაფრთხო ადგილზე მონიტორინგის ქვეშ მიიღონ, იმ პირობით, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ღაზის სექტორის დატოვებას შეძლებენ, ამერიკელი მაღალჩინოსნები ახალი ამბებუს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას განმარტავენ, რომ ეს გეგმა საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.
Facebook Forum