ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი ჯიმ ჯორდანი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერობისთვის იბრძოლებს


ფოტო არქივიდან: რესპუბლიკელების მიერ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე ნომინირებული ჯიმ ჯორდანი და ყოფილი სპიკერი, კევინ მაკკარტი.
ფოტო არქივიდან: რესპუბლიკელების მიერ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე ნომინირებული ჯიმ ჯორდანი და ყოფილი სპიკერი, კევინ მაკკარტი.

ამ კვირაში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობისთვის რბოლაში, რესპუბლიკელი ჯიმ ჯორდანი ჩაერთვება. ის იმდოვნებს, რომ საჯარო კენჭისყრების წყების მეშვეობით, თავისივე პარტიაში ათობით კოლეგის წინააღმდეგობას გადალახავს.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს შორის მიმდინარე "პოლიტიკური ომი", რომელიც ყოფილი სპიკერის, კევინ მაკკარტის გადაყენების შემდეგ დაიწყო, უკვე ორი კვირაა, მეტწილად, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ეს სამუშაო დრო დააკლდა კონგრესს, რომელმაც 17 ნოემბრამდე ბიუჯეტის დამტკიცება უნდა შეძლოს, რათა ფედერალური სააგენტოების დაფინანსება და მოკავშირეების, ისრაელის და უკრაინის დახმარება უზრუნველყოს.

50-ზე მეტი რესპუბლიკელი ჯორდანის წინააღმდეგია. მიმომხლილველები აცხადებენ, რომ რესპუბლიკელთა შიდა ბრძოლით გამოწვეული კონგრესის უმოქმედობა აშკარად არის გამოკვეთილი, რაც კონგრესისთვის უფრო დამახასიათებელი, პარტიათა შორის კამათისგან განსხვავდება.

მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები ორშაბათს დახურულ კარს მიღმა შეიკრიბებიან და სამშაბათისთვის, სპიკერის შესახებ კონგრესის საერთო კენჭისყრას დაგეგმავენ.

მისი პარტიის მხრიდან უკვე მეორე კანდიდატად დასახელების შემდეგ, ჯორდანმა ჟურნალისტებს უთხრა: „გვსურს საერთო სხდომაზე რაც შეიძლება მალე გავიდეთ“.

მაგრამ, იმ დროს, როდესაც ზომიერი რესპუბლიკელები ორპარტიული ალტერნატივის თაობაზე დემოკრატებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ, შეიძლება მომავალმა კვირამ სიურპრიზები მოიტანოს, განსაკუთრებით მკაცრი ხაზის მომხრე კონსერვატორებისთვის, რომლებმაც 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესი დაბლოკეს და საბოლოოდ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენეს.

XS
SM
MD
LG