ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი ამერიკელი ასტრონავტი კოსმოსური მისიიდან დედამიწაზე დაბრუნდა


"სპეის ექსის" 2-თვიანი კოსმოსური მისია წარმატებით დასრულდა და 2 ამერიკელი ასტრონავტი, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი, მექსიკის ყურეში მშვიდობიანად დაეშვნენ.

ორი ასტრონავტისგან შემდგარი მისია ფლორიდაში დაიწყო. მათ დედამიწა მაისში დატოვეს. ნასას ორი ავსტრონავტი ისტორიული მისიის მონაწილე იყო არამარტო იმიტომ, რომ პირველი კოსმოსური მოგზაურობის წევრები იყვნენ 2011 წლის შემდეგ, არამედ იმიტომაც, რომ მათ პირველი კომერციული კოსმოსური ხომალდი გაიყვანეს კოსმოსში.

ხომალდის ისტორიულ გაშვებას მაშინ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადგილიდან ადევნებდა თვალყურს. მილიონობით მაყურებელი კი როგორც ამერიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, "დრაკონის" აფრენას პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა.

"სპეის ექსის" გემზე ავსტორნავტებს 40-ზე მეტი ექიმი და მედდა დახვდა. ისინი მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ კეთილდღეობაზე იზრუნებენ.

ბოლოს ნასას ასტრონავტები წყალში 1975 წლის 24 ივლისს დაეშვნენ. მაშინ მისიიდან დაბრუნებული ასტრონავტები წყნარ ოკეანეში დაეშვნენ.

ელონ მასკის კომპანია მომავალ კოსმოსურ რეისს სექტემბერში გეგმავს. ამჯერად "სპეის ექსის" კოსმოსურ სადგურში 4 კოსმონავტი 6 თვით გაემგზავრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG