ზუსტად 5 დღეში ასტრონავტიკის ისტორიის ახალი გვერდი დაიწერება, კოსმოსში 2 ადამიანი კერძო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული და შექმნილი ხომალდით გაემგზავრება.
SpaceX Falcon 9 კაფსულით ორი გამოცდილი მფრინავი დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი კოსმოსში გაემგზავრებიან.
დღეს კი ფლორიდაში ნასას კოსმოსურ ცენტრში მფრინავები ჩავიდნენ და ფრენისთვის მზადება დაიწყეს.
ოთხშაბათს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში სწორედ კოსმოსური ხომალდი SpaceX, Nasa და ილონ მასკი იქნებიან. ფრენა კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გრინვიჩის დროით 20:32 წუთზე შესრულდება.
გამოცდილი ამერიკელი ასტრონავტები SpaceX კაფსულით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავლენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 9 წლის მანძილზე როდესაც ნასას მფრინავები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკული რაკეტით ჩავლენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებელი წვდომა სადგურზე 2011 წლის შემდეგ არ ჰქონიათ, მას შემდეგ რაც პროგრამა Space Shuttle დასრულდა.
Facebook Forum