ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ფედერალური ბიურო საზღვაო ბაზაზე სროლას ტერორიზმს უკავშირებს


გამოძიების ფედერალური ბიურო, ტეხასის სამხედრო საზღვაო-საჰაერო სადგურზე სროლას ტერორიზმს უკავშირებს და გამოძიება ამ მიმართულებით მიმდინარეობს.

ორმხრივი სროლის დროს, ლიკვიდირებულია თავდამსხმელი, დაჭრილი მეზღვაურის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

„ავადგინეთ, რომ საზღვაო-საჰაერო სადგურ „კორპუს კრისტიში“ მომხდარი თავდასხმა ტერორიზმთანაა კავშირში. ამ საქმეზე ჩვენ შტატის, ადგილობრივ და ფედერალურ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. გამოძიება მოქნილია და წინ მიიწევს“ - აცხადებს გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტი, ლი გრივსი.

ფედერალური ბიურო არ საუბრობს თავდამსხმელის შესაძლო მოტივების და იმის შესახებ, თუ რატომ ფიქრობენ, რომ თავდასხმას ტერორიზმთან აქვს კავშირი. გამოძიების ფედერალური ბიურო, ასევე, არ ავრცელებს ინფორმაციას თავდამსხმელთან შესაძლო კავშირში მყოფ მეორე პირთან დაკავშირებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG