ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერლ ჰარბორზე იაპონიის თავდასხმიდან 81 წელი გავიდა


ჰავაიზე პერლ ჰარბორზე 81 წლის წინ მომხდარ თავდასხმას იხსნებენ. იაპონია შეერთებული შტატების ტერიტორიას თავს 1941 წლის 7 დეკემბერს დაესხა. ამერიკა ამის შემდეგ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.

პერლ ჰარბორზე თავდასხმას გადარჩენილი ასი წლის ასაკს მიღწეული რამდენიმე ადამიანი სწორედ დაბომბვის ადგილას იკრიბება იმისთვის, რომ 81 წლის წინ დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგოს. მათი რიცხვი ბოლო წლებში მკვეთრად მცირდება. ათწლეულების განმავლობაში მოქალაქეები კუნძულ ოაჰუზე მდებარე მემორიალზე ამ დღის აღსანიშნად სპეციალურად მიემგზავრებიან.

1941 წლის 7 დეკემბერს, მოქმედ ჯარში ყველაზე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაახლოებით 17 წლის შეიძლებოდა ყოფილიყო და დღეს მისი ასაკი 98 წელი იქნებოდა.

დაბომბვის შედეგად დაახლოებით 2 400 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. მხოლოდ ხომალდ „არიზონაზე“ 1 177 მეზღვაური და საზღვაო ქვეითი დაიღუპა, რაც დაღუპულთა თითქმის ნახევარია.

ამერიკის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს ამ თავდასხმას გადარჩენილთა შესახებ კონკრეტული მონაცემები არ აქვს, მაგრამ დეპარტამენტის ცნობით, წელს, აგვისტოში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 16 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 240 ათასი იყო ცოცხალი და ყოველდღე დაახლოებით 230 ვეტერანის გარდაცვალება აღირიცხებოდა.

XS
SM
MD
LG