ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბრის 21-ე წლისთავზე ბაიდენმა ამერიკული ერთობა მოიგონა


კვირას, პენტაგონში გამართულ ხსოვნის დღეზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიხსენა ამერიკის ერთიანი პასუხი 2011 წლის 11 სექტემბერს ალ-ყაიდას თავდასხმებზე და პირობა დადო, რომ ტერორისტული საფრთხის წინაშე „დანებება არასდროს მოხდება“.

ამერიკაზე თავდასხმების 21-ე წლისთავზე ბაიდენის შენიშვნები ეროვნული ერთობის შესახებ, კონტრასტულად ჟღერდა ბოლო დღეებში მის მიერ გამოცხადებულ გაფრთხილებასთან, რომ ამერიკულ საზოგადოებაში საშიში დაპირისპირებებია, მათ შორის ისიც, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დღის წესრიგს უჭერს მხარს, დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„იმედი მაქვს, რომ ამ ბნელ დღეებში, მაგრად დავდგებით. ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავდით და გავერთიანდით,“ თქვა ბაიდენმა.

21 წლისთავი, ბაიდენის მიერ ავღანეთში ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ დადგა. ავღანეთში ომი ორი ათწლეულის წინ, ალ-ყაიდას, შეიარაღებული დაჯგუფების ამოსაძირკვად დაიწყო. ამ ჯგუფმა ჯერ ავღანეთში დაგეგმა და შემდეგ კი 11 სექტემბრის თავდასხმები მოაწყო.

ბაიდენის მიერ გასულ წელს ამერიკული ჯარის ავღანეთიდან ქაოტურად გამოყვანამ, რასაც ქვეყნის სწრაფი ჩამოშლა და თალიბანის მიერ მისი ხელში ჩაგდება მოჰყვა, ამერიკის ორივე წამყვანი პოლიტიკური პარტიის მხრიდან მთავრობის კრიტიკა გამოიწვია. აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ შესაძლებელი იყო ავღანეთიდან ამერიკის სრულ გამოსვლას ალ-ყაიდასთვის და ასევე ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთვის“ გაძლიერების და უყურადღებოდ მიტოვების შემთხვევაში, აშშ-ის წინააღმდეგ მოქმედების დაგეგმვის საშუალება მიეცა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ბაიდენმა პირობა დადო, რომ ტერორიზმთან ბრძოლა გაგრძელდება.

ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის საკვანძო მომენტები, როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათაბჯენების ჩამონგრევის მომენტები, ზარის რეკვის შემდეგ წუთიერი დუმილით აღინიშნა.

XS
SM
MD
LG