შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და სხვა ლიდერებს შეუერთდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეების გადასხდომის 75 წლისთავის აღსანიშნავად.
ოკუპირებული საფრანგეთის სანაპიროზე მოკავშირეთა გადასხდომა ოპერაცია "ოვერლორდის" ნაწილი იყო და კოდურ სახელ "ნეპტუნს" ატარებდა. ამ დღეს და ოპერაციის დასაწყისს, ხშირად, სამხედრო ტერმინით "დი-დეით" მოიხსენიებენ.
ღონისძიებები ბრიტანეთის სამხრეთის ქალაქ პორტსმუტშია დაგეგმილი და მუსიკალურ წარმოდგენებს და ისტორიული მოვლენების გახსენებას მოიცავს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ცერემონიის ფარგლებში, შეერთებული შტატების ომის დროინდელი პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მიერ წარმოთქმული ლოცვა წაიკითხა, რომელიც 1944 წელს, ოპერაცია "ნეპტუნის" დაწყების დროს რადიოთი გადაიცა.
პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელიც ხაზს უსვამს „ისტორიულ საერთაშორისო თანამშრომლობას“ ნორმანდიის ოპერაციის დროს, რომლის მიზანიც ნაცისტური გერმანიის დამარცხება იყო.
„ჩვენ ვერთიანდებით რათა პატივი მივაგოთ მათ ვისმა სიმამაცემაც და თავგანწირვამაც ნორმანდიის სანაპიროზე მეორე მსოფლიო ომში სიტუაცია შემოატრიალა. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ არასდროს დავივიწყოთ ის ვალი, რაც ჩვენ გვაქვს მათ წინაშე“, - განაცხადა მეიმ. „მათი სოლიდარობა და მიზანდასახულობა ჩვენი თავისუფლების დასაცავად, ჩვენთვის ყველასთვის, გაკვეთილად რჩება“, - თქვა მან.
ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ასევე დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ. მან პრეზიდენტ ტრამპმთან ერთად სამხედრო ოპერაციის ვეტერანები მოინახულა.
პრეზიდენტი ტრამპი ვიზიტის განმავლობაში ამერიკელ სამხრედროებს შეხვდება, შემდეგ კი ირლანდიაში გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრს ლეო ვარადკარს შეხვდება.
Facebook Forum