ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს


გერმანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ შპიონაჟში ბრალი წაუყენეს გერმანელ პირს, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურს ბერლინის პარლამენტის შენობის გეგმა გადასცა.

ამ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. ეჭვმიტანილი, რომელიც დაასახელეს მხოლოდ როგორც იენს ფ., მუშაობდა კომპანიაში, რომელიც ბუნდესტაგმა საკანონმდებლო ორგანოში ელექტრო-მოწყობილობის რეგულარული შემოწმებისთვის დაიქირავა.

ეჭვმიტანილმა გამოიყენა სამსახურებრივი წვდომა და მოიპოვა ბუნდესტაგის შენობის გეგმები, რომელიც პროკურორების თქმით, 2017 წლის ზაფხულში გადასცა “ბერლინში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც ძირითადად, რუსეთის სამხედრო საიდუმლო სამსახურისთვის მუშაობს.”

დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG