ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ შესაძლოა მოკავშირეებზე ინფორმაციის შეგროვება შეწყვიტოს


დემოკრატმა კონგრესმენმა დაიანა ფაინსტაინმა ამერიკის სადაზვერვო პროგრამების „სრული გადახედვა“მოითხოვა

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ობამას ადმინისტრაცია განიხილავს საკითხს, უბრძანოს თუ არა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შეწყვიტოს ამერიკის მოკავშირეების ლიდერებზე ჯაშუშობა.

სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კალიფორნიელმა დემოკრატმა დაიანა ფაინსტაინმა ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ თეთრმა სახლმა მას აცნობა: „ჩვენს მოკავშირეებზე ინფორმაციის შეგროვება არ გაგრძელდება.“ თუმცა ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით ხაზი გაუსვეს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული.

ფაინსტაინმა მოითხოვა ამერიკის სადაზვერვო პროგრამების „სრული გადახედვა“ და თქვა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მისი კომიტეტი არ იქნა „დამაკმაყოფილებლად ინფორმირებული“.

ეროვნული დაზვერვის დირექტორს ჯეიმს კლეპერს კონგრესის დაზვერვის კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას მოუწევს ამ თემაზე კითხვების მოსმენა.
XS
SM
MD
LG