ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის რეფორმის საკონგრესო მოსმენები


ამერიკის კონგრესს „ობამაქეარად“ წოდებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ტექნიკური ხარვეზებით დაწყების მიზეზები აინტერესებს

შეერთებული შტატების კონგრესი დღეს „ობამაქეარის“ სახელით ცნობილი, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ტექნიკური ხარვეზებით დაწყების მიზეზებს განიხილავს. კონგრესის კომიტეტის მოსმენებზე 1 ოქტომბერს ჯანდაცვის რეფორმის ვებგვერდის მნიშვნელოვანი შეფერხებებით მუშაობის პროცესზე საუბრობენ.

ათასობით ამერიკელმა ვერ შეძლო ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა. ვებგვერდზე ხარვეზები რეგისტრაციის თითქმის ყველა ფაზაზე ფიქსირდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გუშინ თეთრ სახლში ჯანმრთელობის დაზღვევის წამყვან კომპანიებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით, ტექნოლოგიური ექსპერტები მოწვეულ იქნებიან როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.
XS
SM
MD
LG