პრეზიდენტ ობამას ამერიკელი ხალხის სამსჯავროზე გამოაქვს საკითხის მისეული ხედვა, ობამა ხუთშაბათს სიტყვით გამოვიდა მერილენდის შტატის, ქალაქ როკვილის ერთ-ერთ მშენებლობაზე. დემოკრატმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლანდელი დაპირისპირება არ ჰგავს წარსულის საბიუჯეტო დავებს, როცა ხალხს შეეძლო ეთქვა, რომ გაცხარებულ ძიძგილაობაში რესპუბლიკელები და დემოკრატები იყვნენ დამნაშავე.
„ერთადერთი, რაც მთავრობას დახურულად ტოვებს, რაც ხელს უშლის ადამიანებს დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს, და ძირითად გამოკვლევებს კვლავ განახლდნენ, რაც ფერმერებს და ბიზნესის მეპატრონეებს ხელს უშლის მიიღონ სესხები. ერთადერთი რამ, რაც ყველაფერ ამას აჩერებს, ახლა, დღეს, შემდეგ ხუთ წუთში არის ის, რომ წარმომადგენელთა პალატის [რესპუბლიკელი] სპიკერი ჯონ ბეინერი, კანონპროექტის უბრალო „დიახ“ ან „არა“ კენჭისყრაზე გატანასაც არ თანხმდება, რათა საკუთარი პარტიის ექსტრემისტები არ განარისხოს.“
წარმომადგენელთა პალატის ყველაზე კონსერვატიულ რესპუბლიკელ წევრთა 30-40 კაციანი ბირთვი დაჟინებით მოითხოვს, რომ მთელი მთავრობის დაფინანსება დაუკავშირდეს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ჩაშლიან პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვან ჯანდაცვის კანონს.
რესპუბლიკელთა ლიდერები მყარად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ჯანდაცვის კანონი უსამართლოა და ამერიკელებისთვის ზიანის მომტანი. ჟურნალისტი შეეკითხა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერს, ერიკ კანტონს, თუ როგორ ირჩევდნენ რესპუბლიკელები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამთავრობო პროგრამებს დასაფინანსებლად.
„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ იმ სიტუაციების მოგვარების მცდელობა, რომლებიც კრიტიკულ სტადიაში იმყოფებიან.“
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები ატარებენ კენჭისყრას სამედიცინო გამოკვლევების დაფინანსებაზე, ეროვნული პარკების კვლავ გახსნაზე და ვეტერანთა სერვისის დაფინანსებაზე ირწმუნებიან რა, რომ რეალური ადამიანები ზარალდებიან. მაგრამ დემოკრატები ამბობენ, რომ ისინი უარყოფენ ასეთ ნაწილობრივ მიდგომას, რაც ბევრ ისეთ აუცილებელ პროგრამას გამოტოვებს, რომელიც ღარიბების დასახმარებლადაა გათვალისწინებული. ამასთან ერთად პრეზიდენტმა ობამამ გააფრთხილა რესპუბლიკელები, არ სცადონ პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი კანონპროექტების დაკავშირება ისეთ აუცილებლად მისაღებ კანონთან, როგორიცაა ეროვნული ვალის ზედა ზღვარის გაზრდის კანონი.
„მიუხედავად ისეთი უპასუხისმგებლობისა, როგორიცაა მთავრობის დახურვით გამოწვეული ამდენი ადამიანის დაზარალება, ეკონომიკის გათიშვა, რასაც დეფოლტი გამოიწვევს, დრამატულად ამაზე უარესი იქნება.“
ზოგიერთი ექსპერტი და ბიზნესის ზოგიერთი ლიდერი უოლ სტრიტიდან გამოთქვამს შეშფოთებას, რომ შესაძლოა „სუპერქარიშხალი“ იწყებოდეს, თუ მთავრობა არ განაახლებს მუშაობას და შეთანხმება ეროვნული ვალის ზედა ზღვარზე არ იქნება მიღწეული. შეერთებული შტატების ხაზინამ გამოაცხადა, რომ ვალის ზღვარი უნდა აიწიოს 17 ოქტომბრამდე.