ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის ინციდენტის გამოძიება გრძელდება


დაღუპული ეჭვმიტანილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა

საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დაადგინონ, თუ რატომ ცდილობდა დანაშაულში ეჭვმიტანილი ქალი თეთრი სახლის ბარიერის გარღვევას. როგორც ცნობილია, მას მანქანაში ერთი წლის ბავშვიც ეჯდა. მას შემდეგ რაც სავარაუდო დამნაშავე პოლიციელთა ბრძანებას არ დაემორჩილა, მისი დევნა კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლით და მძღოლის დაღუპვით დასრულდა. ინციდენტის პერიოდში ძალოვანებმა კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორია ერთი საათით გადაკეტეს და მაშინათვე განაცხადეს, რომ კანონმდებელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

ეჭვმიტანილი ქალის დედა, იდელა კერი ამბობს, რომ მისი შვილი, მირიამი, 34 წლის იყო. ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ მირიამს გასული წლის აგვისტოს შემდეგ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა. დედაქალაქის პოლიცია დაღუპულის ვინაობის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG