ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ირანისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის


ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა იაპონიაში გააკეთა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის იმედი აქვს, რომ ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით თანამშრომლობას დაიწყებს, თუმცა ამის დასამტკიცებლად თეირანმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. ამის შესახებ განცხადება კერიმ იაპონიაში ვიზიტისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ირანის ახალმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა ცოტა ხნის წინ დასავლეთთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა.
დასავლეთის ლიდერებს და ისრაელს მიაჩნიათ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თუმცა თეირანი დღემდე უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს , რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. დასავლეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რადგან თეირანი ურანის გამდიდრების შეჩერებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
XS
SM
MD
LG