ვაშინგტონი —
ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის, მისი საუბრის შემდეგ ამერიკელ ლიდერ ბარაკ ობამასთან, ასობით ირანელი სამშობლოში დაბრუნებისას შეეგება.
თუმცა ამ ფონზე, როგორც ირანის საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, მკაცრი გეზის მიმდევარი ირანელების მცირე ჯგუფი "სიკვდილი ამერიკას" გაიძახოდა და სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ფეხსაცმელებს, თეირანის აეროპორტში ირანის პრეზიდენტის ავტოკოლონას ესროდა.
ჰასან როჰანი ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის შემდეგ ირანში დაბრუნდა.
პარასკევს, ირანელი ლიდერი ამერიკელ კოლეგას-პრეზიდენტ ბარაკ ობამას-ტელეფონით 15 წუთის განმავლობაში ესაუბრა. აღნიშნული სატელეფონო საუბარი ამერიკისა და ირანის ლიდერების პირველი კონტაქტია ბოლო 35 წლის მანძილზე, რასაც ბევრი, ორ ქვეყანას შორის გაყინული ურთიერთობების გალღობის შესაძლო დასაწყისად აფასებს.
ირანმა და ამერიკამ ურთიერთობები 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ გაწყვიტეს. რევოლუციამ ირანის მონარქია დაასრულა. ირანელი დემონსტრანტების საპროტესტო აქციებმა და აშშ საელჩოს ალყამ ორმხრივ ურთიერთობებში ჩიხი საბოლოოდ განამტკიცა.
ამერიკის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბარი, პირველად, ირანის პრეზიდენტმა თვითერის საკუთარ მიკრო ბლოგში გამოაცხადა.