ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული შეხვედრა


30 წლის განმავლობაში პირველად შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის უმაღლესი დონის მოლაპარაკება გაიმართა

ხუთშაბათს ნიუ იორკში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, 30 წლის განმავლობაში პირველად, უმაღლესი დონის მოლაპარაკება გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა თეირანის ბირთვული პროგრამა იყო.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მსოფლიოს ხუთი ქვეყნის ლიდერს შეხვდა, რის შემდეგაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ჯავად ზარიდთან ერთად 30 წუთის განმავლობაში მოსალაპარაკებლად განმარტოვდა.
აღსანიშნავია, რომ 1979 წელს ისლამური რევოლუციის დროს ამერიკის მოქალაქეების მძევლად აყვანის გამო, შეერთებულმა შტატებმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
ჯონ კერის განცხადებით, ჯავად ზარიფთან კონსტრუქციული შეხვედრის დროს ირანის ტონი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. თუმცა სახელმწიფო მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ ერთი შეხვედრა და ტონის შეცვლა ირანის ბირთვული პროგამის შესახებ ყველა შეკითხვას მაინც ვერ პასუხობს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უშიშროების საბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ბირთვული მოლაპარაკებები დააჩქარონ, რაც მას იმედს აძლევს, რომ ეს პროცესი ერთ წელიწადზე მეტს არ გასტანს.
XS
SM
MD
LG