ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტის ტაქტიკა


ჯონ კერი: როჰანის კომენტარები პოზიტიურია, მაგრამ ყველაფერს გამოცდა სჭირდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:05 0:00
ბმული

შეეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ირანის ახალი პრეზიდენტის განცხადებებში საიმედო სიგნალები მოსჩანს:

„როჰანის კომენტარები პოზიტიურია,მაგრამ ყველაფერს გამოცდა სჭირდება, ვნახოთ ეს გზა საით წაგვიყვანს.“

შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული პროგრამა ძალზე აშფოთებს, რადგან ფიქრობს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. ირანი დაჟინებით უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ პროგრამა მშვიდობიან სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

პრეზიდენტი როჰანი ცდილობს, ამ საკითხთან დაკავშირებული ეჭვები გაფანტოს და აცხადებს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს შექმნის . პრეზიდენტი ასევე გამოთქვამს სურვილს, ამ საკითხის გადაწყვეტის შესახებ რეზოლუცია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოხდეს.

ირანის ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მუქარის ტონის შემდეგ, ახალი ლიდერის განცხადებები ბევრად განსხვავებულია. ეგვიპტეში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ადამ ერელი მიიჩნევს, რომ როჰანის ეს ნაბიჯი დიპლომატიური მიდგომით გამოირჩევა:

„ირანის სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები იგივეა. არც რეჟიმის მიზნები შეცვლილა, ბირთვული პროგრამა იქნება ეს თუ ტერორისტთა მხარდაჭერის საკითხი.“

ისრაელი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ მტკიცე დამოკიდებულება გამოხატოს, რადგან პრეზიდენტი როჰანი მათ ახალს ვერაფერს შესთავაზებს.

ისრაელის მთავრობის პრესცენტრის მოადგილე მარკ რეჯევი ამბობს:

„ირანის პრეზიდენტის დაშაქრული სიტყვები სიცრუეს ემსახურება. ეს სიტყვები მიმართულია იქით, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შევიდეს.“

კატოს ინსიტიტუტის ანალიტიკოსი დაგ ბანდოუ აცხადებს:

„ირანის ახალი მთავრობა ცდილობს ამ თემისადმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მოადუნოს. არ ვიცით, ეს საით წაგვიყვანს, მაგრამ არსებობს იმედი იმის, რომ ირანის სისტემის ერთ წევრს მაინც აქვს ზომიერი მოსაზრებები .“

პრეზიდენტ ობამას და პრეზიდენტ როჰანის მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ არსებობს. მანამდე კი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საერთაშორისო დიპლომატები გაეროს უშიშროების საბჭოზე ირანის ბირთვულ პროგრამას განიხილავენ.
XS
SM
MD
LG