ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერები ხვდებიან


ნიუ იორკში დღეს დაგეგმილი შეხვედრა პირველი უმაღლესი რანგის კომუნიკაციაა ბოლო ექვსი წლის მანძილზე ვაშინგტონსა და თეირანს შორის

დღეს მსოფლიო ლიდერები ნიუ იორკში ირანის მთავარ დელეგატს ბირთვულ მოლაპარაკებებში ხვდებიან.

ანალიტიკოსების უმრავლესობა ამ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად ჩატარდება, გარღვევას არ ელის. თუმცა დიპლომატები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა თეირანთან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის და გერმანიის მოლაპარაკებების განახლებას შეუწყობს ხელს. ბოლოს, ეს შეხვედრა აპრილში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკში დღეს დაგეგმილი შეხვედრა პირველი უმაღლესი რანგის კომუნიკაციაა ბოლო ექვსი წლის მანძილზე ვაშინგტონსა და თეირანს შორის. შეხვედრას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და მისი ირანელი კოლეგა ჯავად ზარიფი დაესწრებიან, ისევე როგორ საგარეო საქმეთა მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი საგარეო საქმეთა კოორდინატორი ქეტრინ ეშტონი უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG