აპრილში შეერთებულ შტატებში რუსეთის მოქალაქეს კონსპირაციის ბრალდებით გაასამართლებენ. ევგენი ბურიაკოვს ბრალად ჯაშუშობა ედება. ქალაქ ნიუ-იორკში ის თავს რუსეთის ბანკის თანამშრომლად და ენერგორესურსების ანალიტიკოსად წარადგენდა, მაგრამ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი მას ბრალს რუსეთის დაზვერვის სააგენტოზე მუშაობაში, სახელწოდებით შიდა დაზვერვის სამსახური და ნიუ-იორკელთა გადაბირების მცდელობაში დებს.
ბურიაკოვის საქმის განხილვას მანჰეტენის ფედერალური სასამართლო 4 აპრილს გეგმავს. იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება მისი დაპატიმრების შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ, 2015 წლის იანვარში მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის მოქალაქემ ამერიკის დაზვერვის ფედერალური ბიუროს ერთ-ერთ თანამშრომელთან საიდუმლო შეხვედრები გამართა. სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტებში საუბარია ჩანაწერებზე, რომელიც ადასტურებს, რომ ბურიაკოვი მითითებებს