ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პარასკევს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსულმა სასამართლომ, შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
განცხადების თანახმად, 17 ნოემბერს, ბრიანსკის დასავლეთის საოლქო სასამართლომ, იური იაშჩენკო “სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ” ცნო და ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, “მძიმე პირობებში” მოიხდის.



“ეფ ეს ბეს” თანახმად, იაშჩენკომ სცადა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შესახებ სამხედრო საიდუმლოებები დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის გადაეცა, ჯაშუშობის ბრალი აღიარა და თქვა, რომ ჩადენილს ინანიებდა.
“ეფ ეს ბემ” განაცხადა, რომ ბრალდებული ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდებზე გამოყენებული რადიო-ელექტრონული სისტემების მომსახურებას ახდენდა და 2015 წლიდან 2017 წლამდე დოკუმენტების ასლები გადაიღო. 2019 წელს ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს დაუკავშირდა.



რუსეთის საჯაშუშო სააგენტოს თანახმად, “ეფ ეს ბემ” იაშჩენკო ბრიანსკის ოლქში 2019 წლის ივლისში დააპატიმრა, როდესაც სახელმწიფო საიდუმლოებების, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის გადაცემა სცადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG