ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას კრემლში მაღალი დონის ჯაშუში ჰყავდა - "ნიუ-იორკ თაიმსი"


შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს კრემლში მაღალი დონის წყარო ჰყავდა. შესაბამისად, ვაშინგტონს ხელი მიუწვდებდა ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრადად გასცა განკარგულება გავლენა მოეხდინათ ამერიკაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

პირველად ამის შესახებ ორშაბათს, "ნიუ-იორკ თაიმსმა" და "სი-ენ-ენმა" გამოაქვეყნეს. არცერთი ამერიკული მედია ორგანიზაცია არ ასახელებს წყაროს ვინაობას, თუმცა ეს ფუნქცია საკუთარ თავზე რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა აიღეს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსულ ანგარიშებში დასახელებული ადამიანი მართლაც მუშაობდა პრეზიდენტ პუტინის ოფისში, მაგრამ ის არც მაღალ პოზიციაზე იყო და არც პირადად პუტინზე ჰქონია წვდომა. ამასთან, ეს ადამიანი პესკოვის თქმით, "სამსახურიდან რამდენიმე წლის წინ დაითხოვეს".

"ნიუ-იორკ თაიმსმა" და "სი-ენ-ენმა" მასალაში ისიც თქვეს, რომ ეს ადამიანი რუსეთიდან 2017 წელს გამოიყვანეს, მას შემდეგ, რაც მან რუსეთის დატოვების პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა. "სი-ენ-ენი" აცხადებს, რომ მისი მოსკოვიდან გაყვანა შესაძლოა იმიტომ მოხდა, რომ ჯაშუშის ხელთ არსებული ინფორმაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე და მისი ადმინისტრაციის წევრებზე, უცხო ხელში არ მოხვედრილიყო. ამ ინფორმაციას შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო დაბეჯითებით უარყოფს.

ჟურნალ "თაიმსში" ფიქრობენ, რომ აღნიშნული წყაროს სიცოცხლე დღეს დიდ საფრთხეშია და სავარაუდოდ, მისი რუსეთიდან გაყვანის მიზეზიც სწორედ ეს ფაქტი იყო. ჟურნალისტებს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს სერგეი სკრიპალის საქმე, რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, რომელიც გასულ წელს ბრიტანეთში ნერვული აგენტით მოწამლეს. მომხდარში ლონდონი მოსკოვს ადანაშაულებს.

მედიაში გავრცელებულ ცნობებში ასევე ამბობენ, რომ კრემლის უმაღლეს ეშელონებში ასეთი წყაროს დაკარგვა ამერიკისთვის დიდი დანაკლისია. შეერთებულ შტატებს ამის გამო აღარ აქვს საშუალება შეიტყოს, თუ რას გეგმავს რუსეთი დღეს და როგორ აპირებს სხვა არჩევნებზე გავლენის მოხდენას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG