ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოებაზე მსჯელობენ


დღეს მოელიან, რომ კონგრესის ორივე პალატის დემოკრატები მოწოდებით გამოვლენ და რესპუბლიკელ კანონმდებლებს სთხოვენ, შეუერთდნენ მათ არჩევნების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის შემუშავებული კანონპროექტის დამტკიცებაში. საუბარია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა სამზადისზე. შეერთებული შტატების სენატში და წარმომადგენელთა პალატაში ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა.

გასულ თვეში, დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ყველა საარჩევნო უბანზე ქაღალდზე დაბეჭდილ ბიულეტენებს ითხოვს. დემოკრატები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი ჰაკერების მიერ საარჩევნო კომპიუტერული სისტემის გატეხვის ალბათობას და ამ გზით არჩევნებზე გავლენის მოხდენის ალბათობას შეამცირებს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები აღნიშნული ზომის წინააღმდეგ წავიდნენ. მათი აზრით, ქაღალდზე ნაბეჭდი ბიულეტენებით არჩევნებზე ჩარევა უფრო იოლი იქნება.

ეს ყოველივე ერთი დღით უსწრებს წინ საგანგებო გამომძიებლის რობერტ მალერის მიერ, 2016 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის შესახებ, კონგრესში ჩვენების მიცემას. ოთხშაბათს ის წარმომადგენელთა პალატის ორი კომიტეტის წინაშე უნდა წარსდგეს. დემოკრატების მიერ არჩევნების უსაფრთხოების საკითხის წინ წამოწევა, სავარაუდოდ, სწორედ კონგრესის ამ მოსმენისადმი მეტი ყურადღების მიპყრობას და მალერის ჩვენებების მნიშვნელობის ხაზგასმას ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG