ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალერი კონგრესის წინაშე ოთხშაბათს წარსდგება


სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტისა და დაზვერვის კომიტეტის წინაშე საჯარო მოხსენებით წარსდგება. წარმომადგენელთა პალატის წამყვანი დემოკრატები აცხადებენ, რომ მალერი მათ “ძალზედ მნიშვნელოვან სამხილს” მისცემს, რაც მათი მოლოდინით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას საფუძველს გაუმაგრებს.

“ეს არის პრეზიდენტი, რომელმაც კანონი ექვსგზის დაარღვია კვირა დღის შემდეგ”, - განაცხადა ჯეროლდ ნადლერმა, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.

ტრამპის მომხრეები წარმომადგენელთა პალატაში ამბობენ, რომ ყოფილი სპეციალური გამომძიებლი ჩვენებაში ახალს არაფერს იტყვის. იურიდიული კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა, დაგ კოლინსმა ოპონენტებს ბრალი დასდო, რომ უკვე ცნობილ ფაქტებს “მისდევენ”.

მალერი წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების წინაშე ოთხშაბათს წარსდგება. ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის და ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის გარიგების, ასევე პრეზიდენტის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საკითხებზე ისაუბრებს, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში იძიებდა.

“ჩვენ უნდა წარვუდგინოთ, ან ვაცადოთ მალერს წარუდგნოს ეს ფაქტები ამერიკელ ხალხს… ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი. ვერცერთი პრეზიდენტი ვერ იდგება კანონზე მაღლა”, - თქვა ნადლერმა.

მალერის ანგარიშმა დაასვკნა, რომ არ არსებობდა საკმარისი სამხილი იმისთვის, რომ რუსეთთან გარიგება დადგენილიყო. გამოძიების დასკვნაში, მალერმა თქვა, რომ ის არ ამართლებდა პრეზიდენტს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ნაწილში, თუმცა არც ბრალს არ სდებდა მას. ეს საკითხი მალერმა, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს გადასცა. ბარმა თავის მხრივ გადაწყვიტა, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ქონია.

ტრამპი მალერის გამოძიებას აქტიურად აკრიტიკებდა და მას “კუდიანებზე ნადირობას” უწოდებდა. პრეზიდენტმა გამოძიების დასკვნის შემდეგ განაცხადა, რომ მალერმა ის გაამართლა და რომ ადგილი არ ქონია არც გარიგებას და არც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას. “არა გარიგება, არა ხელისშეშლა”, - ეს ფრაზა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” რამდენჯერმე გაიმეორა.

მალერმა მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდა, განაცხადა, რომ კონგრესის წინაშე იმ ინფორმაციის მიღმა, რაც გამოძიების დასკვნაშია, დამატებით ფაქტებს არ გასცემდა.

თუმცა დემოკრატები მოელიან, რომ მალერი მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხებს და მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლის საკითხთან დაკავშირებით, დამატებით ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ არ მიიღო თავად სპეციალურმა გამომძიებელმა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწვეტილება.

რესპუბლიკელები თავის მხრივ გეგმავენ სპეციალურ გამომძიებელს, რომლის გამოძიებასაც ისინი მიკერძოებულად თუმცა დასრულებულად მიიჩნევენ, იმაზე გამოჰკითხონ, თუ რამ განაპირობა გამოძიების დაწყება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG