ეროვნულმა ვალუტამ ტრადიციას არ უღალატა და გაუფასურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც გაანგრძო. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალურმა კურსმა უკვე 2.5206 ლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი კიდევ 0,4 პუნქტით დაეცა.
Agora Finance-ს მონაცემებით, წინასაარჩევნოდ, შვიდი დღის მანძილზე (16-21 ოქტომბერი) ლარი დოლართან 0,11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა კურსის დასაჭერად სავალუტო ბაზარზე, ბოლოს, ივნისში იაქტიურა. მაშინ კობა გვენეტაძის უწყებამ რამდენიმე ტრანშად - 70 000 000 აშშ დოლარი იყიდა, თუმცა ამ ნაბიჯმა ლარის ვარდნის შეჩერება ვერ შეძლო. მას შემდეგ, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ბაზარზე ინტერვენცია აღარ მოუხდენია.
ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი 24 ოქტომბრის 17 საათზე გამოაცხადა, რასაც სავალუტო ბაზარზე მყისიერი გავლენა ჰქონდა. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ფასი უკვე 2,5650-დან (TBC ბანკი) 2,578-მდე (საქართველოს ბანკი) მერყეობს. სავალუტო ჯიხურებში კი ფასმა 2,58-ს გადააჭარბა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კურსი 2.5350-ს გადასცდა.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტს ირაკლი მაკალათიას მიაჩნია, რომ ლარმა დიდი ხანია გადალახა 2,5-ის ფსიქოლოგიური ნიშნული და 2017 წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაუფასურდება:
რაც უფრო ვუახლოვდებით საახალწლო პერიოდს იმპორტი იზრდება, გადმორიცხვები იზრდება და ლარის კურსი ეცემა. მთელი შემოდგომა ეს არის კრიტიკული პერიოდი, ლარის კურსის დაცემის პიკი, ჩემი აზრით, დეკემბრის შუა რიცხვებზე მოვა“ირაკლი მაკალათია, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი
„ტრადიციულად ამ პერიოდში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად ლარი უფასურდება და ეს გაგრძელდება, სულ მცირე 2018 წლის იანვრამდე. ეს არის ყოველწლიური ტრენდი, რაც უფრო ვუახლოვდებით საახალწლო პერიოდს იმპორტი იზრდება, გადმორიცხვები იზრდება და ლარის კურსი ეცემა. მთელი შემოდგომა ეს არის კრიტიკული პერიოდი, ლარის კურსის დაცემის პიკი, ჩემი აზრით, დეკემბრის შუა რიცხვებზე მოვა.“
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიაჩნიათ, რომ „ქვეყანაში არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით“ რაიმე ცვლილება არ მომხდარა, რასაც შეიძლება ლარის კურსის 4,5 პუნქტით გაუარესება გამოეწვია.
ლარის გაუფასურების ტენდენციას დეპუტატები დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ და ეროვნული ბანკისგან დამატებითი განმარტება ითხოვეს.
ამასთან, ხელისუფლება ლარის კურსის გაუფასურებაში, ტრადიციულად, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, დროებით, სეზონურ მოვლენად მიიჩნევს, ბაზარზე არსებულ სპეკულაციურ აჟიოტაჟსა და მოლოდინებს აბრალებს. ანალოგიური ვითარება იყო 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, მაშინ გაუფასურების მაჩვენებელმა 0.0743 ლარი შეადგინა, ერთი დოლარი 2.3337-დან 2,4080 ლარამდე გაძვირდა.
ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ 2017 წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა, იგივე „სესხების გალარების ერთჯერადმა პროგრამამ“, სავალდებულო ფასდადებამ ლარში, შესაბამისი ეფექტი ვერ მოიტანა, იმპორტი და დოლარზე დამოკიდებულება ისევ მაღალია, რაც ლარის გაცვლით კურსზეც აისახება:
გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის გაცილებით მაღალი ტემპი, ადგილობრივი წარმოების გაზრდის ხაჯზე ექსპორტის გაზრდა და უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება. ეს საშუალებას მოგვცემს დოლარზე, იმპორტიორებზე და საერთაშორისო ბაზრის ნებისმიერ რყევაზე დამოკიდებულები აღარ ვიყოთ“
„გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის გაცილებით მაღალი ტემპი, ადგილობრივი წარმოების გაზრდის ხაჯზე ექსპორტის გაზრდა და უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება. ეს საშუალებას მოგვცემს დოლარზე, იმპორტიორებზე და საერთაშორისო ბაზრის ნებისმიერ რყევაზე დამოკიდებულები აღარ ვიყოთ.“
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს 2.5 ნიშნულზე აქვს განსაზღვრული. სწორედ ამ კურსით გეგმავს, საქართველოს მთავრობა როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალის მომსახურებას, რომლის ზღვრულმა ოდენობამ 2018 წლის ბოლოსთვის, 18 მილიარდ 123 მილიონ 000 000 ლარს არ უნდა გადააჭარბოს.
შედარებითვის, 1997 წელს -1 დოლარის მაქსიმალური ფასი 1,311 ლარი იყო, 2003 წელს - 2, 2441, 2008 წელს - 1,668, 2012 წელს - 1,6751, 2014 წელს - 1,927, 2016 წელს - 2,7846 ლარი.
Facebook Forum