ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო 2020: ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზები


More than 173,000 pots of plants and herbs form a flower carpet in front of the city hall in Antwerp, Belgium. To celebrate the 450th anniversary of the Antwerp city hall, artist Anne-Mie Van Kerckhoven selected 31 different species to create a design of large geometric figures in bright sixties colors.
More than 173,000 pots of plants and herbs form a flower carpet in front of the city hall in Antwerp, Belgium. To celebrate the 450th anniversary of the Antwerp city hall, artist Anne-Mie Van Kerckhoven selected 31 different species to create a design of large geometric figures in bright sixties colors.

მთავრობა გვპირდება, რომ უმუშევრობას შეამცირებს და მშპ-ს გააორმაგებს; ოპოზიციის აზრით, ეს პოპულიზმია

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით ოპტიმისტურ ტენდენციებზე საუბრობს. ფინანსთა მინისტრის თქმით, 2014 წლის იანვარში, ეკონომიკა თითქმის 8 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტი 14%-ით, იმპორტი კი 15%-ით არის გაზრდილი.

იანვარ-თებერვალში, 113 მილიონი ლარით მოიმატა გადასახადების ამოღებამ. ქვეყნის ბიუჯეტში 1 188 000 000 ლარია მობილიზებული და ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 233 მილიონით მეტია.

ამასთან, ფინანასთა მინისტრი აღიარებს, რომ სიტუაცია შორს არის იდეალურისგან. მთავრობა იმედებს გახმაურებულ პროექტზე - „საქართველო 2020“-ზე ამყარებს. სწორედ, ამ, სტრატეგიულმა დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს ქვეყნის განვითარება მომავალი 6 წლის მანძილზე. ნოდარ ხადური ამბობს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბიუჯეტში, თითქმის 113 მილიონით მეტია მობილიზებული საგადასახადო შემოსავლები. 984 900 000 ლარია ამოღებული გადასახადების სახით. აღნიშნული მატებიდან, 65 000 000 ლარი მოდის იანვარზე და 48 000 000 თებერვალზე.

ის, რომ ჩვენ ვამბობთ მაჩვენებლები არის დამაიმედებელი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით საქართველო მსოფლიოში 115-ე ქვეყანაა.

რას აპირებს მთავრობა? უკვე არსებობს სტრატეგიული დოკუმენტი “საქართველო 2020“, რომელიც ინკლუზიურ ზრდას ითვალისწინებს. რაც იმას გულისხმობს, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგი ყველა ადამიანმა, საქართველოს თითოეულმა მაცხოვრებელმა უნდა იგრძნოს.“

85 გვერდიანი დოკუმენტით, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებზე, საქართველოს მთავრობა ახალ მესიჯს აგზავნის. „ეკონომიკური ზრდის მიერ მოტანილი სიკეთით საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.

2020 წლისთვის, მთავრობა ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგებას გეგმავს. მიმდინარე მაჩვენებელი - 5811 დოლარია, საპროგნოზო - 13 000 დოლარი.

მომდევნო ექვს წელიწადში, პრემიერ ღარიბაშვილის კაბინეტი ასევე ვარაუდობს, მთლიან შიდა პროდუქტში, ექსპორტის წილის 35%-დან 50 პროცენტამდე გაზრდას. უმუშევრობის შემცირებას 15-დან 12 პროცენტამდე.

ოპოზიცია ამ გათვლებს არარეალისტურად მიიჩნევს, ახალ სამთავრობო მესიჯს კი პოპულისტურად. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს:

„მარტო ციფრებს რომ შეხედოთ არის ძალიან ბევრი უზუსტობა. მაგალითად, მთავარი ინდიკატორი რაც არის - მთლიანი შიდა პროდუქტი, პროექტში წერია, რომ ეხლა 5800-ია და 2020 წლისთვის 13 000 მიაღწევსო. რაც არის შეუძლებელი, თვითონ იმ ციფრებით რაც შიგნით უწერიათ.

პროგრამაში უწერიათ, რომ ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდა საშუალოდ, 7 პროცენტი იქნებაო, მაშინ როცა 2014 წლის ბიუჯეტის ზრდის ინდიკატორები რომ ნახოთ - იქ წერია, რომ ზრდა 5 ან 6 პროცენტი იქნება. მშპ 13 000-მდე რომ ავიდეს, ყოველწლიურად, 2014 წლიდან დაწყებული, ეკონომიკის ზრდა უნდა იყოს 12,5 პროცენტი! რაც არის შეუძლებელი.

მთავარი პრობლემა რა არის ამ პროგრამის? შეუძლებელია, ერთის მხრივ ისაუბრო, რომ ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება და პარალელურად ისაუბრო იმაზეც, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს იმ დოვლათის გადანაწილებას თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება.

მოსახლეობას ცდილობენ დააჯერონ, რომ ყველა მიიღებს სარგებელს. ეს არის შეუძლებელი, ეკონომიკა ან იზრდება სწრაფად ან ასეთი მიდგომები გაქვს და ეკონომიკა არ იზრდება.“

საქართველოს მთავრობა 2013 წლის დასაწყისშიც ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, მაშინ 6 პროცენტით განსაზღვრეს. თუმცა საბოლოოდ, ეკონომიკა რეალურად მხოლოდ 2,5 პროცენტით გაიზარდა, რამაც საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტს 610 000 000 ლარი დააკლო.

2014 წლის ბიუჯეტში, რომლის საშემოსავლო ნაწილი 7 319 000 000 ლარია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ 5 პროცენტით არის განსაზღვრული.

საქართველოს მთავრობა მეორე წელია ასევე გამუდმებით საუბრობს „თანაინვესტირების ფონდის“ უზარმაზარ შესაძლებლობებზე. ეს ფონდი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შარშან, ოქტომბერში დაარსა და მისი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტია - დაახლოებით, 6 000 000 000 დოლარი. თუმცა, ჯერჯერობით, ამ ნაბიჯს, საქართველოს მოსახლეობისთვის საგრძნობი ეკონომიკური ძვრა არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG