თბილისი —
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შედგა, იმის მიუხედავად, რომ ამომრჩეველთა 56 პროცენტზე მეტი, ანუ თითქმის 2 მილიონი (1 944 373) მოქალაქე არჩევნებზე არ მივიდა.
სულ რეგისტრირებული იყო 3 429 748 ამომრჩეველი, აქედან არჩევნებში მონაწილეობა 43 პროცენტმა - 1 485 372 ადამიანმა მიიღო. (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში იგულისხმება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც, თუმცა მათ ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ - ზ.წ)
ექსპერტების აზრით, ასეთი დაბალი აქტიურობა რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: ა) საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხედავს თავის თავს ქვეყნის მართვისა და თვითმმართველობის პროცესში ბ) პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ამომრჩევლის ინფორმირება და ჩართულობის უზრუნველყოფა გ) ეს იყო ელექტორატის პროტესტი, იმის საპასუხოდ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის 1 ოქტომბერს ავანსად მიღებული ნდობის ნაწილი გაფლანგა.
15 ივნისის არჩვენების მთავარი მოულოდნელობა, რომელსაც ბევრი მოულოდნელობად არ მიიჩნევს - "ქართული ოცნების" ფავორიტმა დავით ნარმანიამ დედაქალაში 46,12 პროცენტი დააგროვა და 4 პროცენტი დააკლდა რომ პირველივე ტურში გამხდარიყო თბილისის რიგით მეორე არჩეული მერი.
უცნაურია, მაგრამ გუშინ მმართველმა კოალიციამ ნარმანიას გამარჯვება წინასწარ იზეიმა, ისე რომ ცესკო-ს წინასწარ შედეგებსაც კი არ დაელოდა. ზეიმში ლამის მთელი მინისტრთა კაბინეტი იღებდა მონაწილეობას, პრემიერის ჩათვლით და მუსიკის თანხლებით. დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილმა მძიმედ, მაგრამ მაინც აღიარა რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურია საჭირო.
„ჩვენ შევიმუშავეთ პირველად თვითმმართველობის ახალი კოდექსი და შემოვიღეთ 50%-იანი ბარიერი. გაცნობიერებული გვქონდა, აღნიშნული ბარიერის შემოღებით იქნებოდა ალბათობა, რომ მეორე ტური გამართულიყო. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ხალხი შეეჩვიოს დემოკრატიულ არჩევნებს და მათ რეალურად აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები"
მეორე ტურში დავით ნარმანიას ოპონენტი "ნაციონალი" ნიკა მელია იქნება, რომელსაც თითქმის 28 პროცენტმა დაუჭირა მხარი. განმეორებით არჩევნებზე მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვის მიემხრობიან „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მომხრეები. მათმა მერობის კანდიდატებმა (დიმიტრი ლორთქიფანიძე - 12, 83% ირმა ინაშვილი - 5,37%) საერთო ჯამში, 18 პროცენტზე მეტი ხმა მიიღეს.
თბილისის გარდა მეორე ტური გაიმართება კიდევ შვიდ თვითმმართველ ქალაქში. ოზურგეთსა და ფოთში - მერობისთვის „ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანის“ კანდიდატები იბრძოლებენ; მცხეთაში - „ოცნების“ და „მწვანეთა პარტიის“; გორში - „ოცნების“ და ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“;
თელავში, რუსთავში და ბათუმში კი „ოცნების“ და „ნაციონალების“ კანდიდატები.
აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმ პოლიტიკური ძალების ელექტორატი, რომელთა კანდიდატებმაც მეორე ტურში ვერ გააღწიეს.„ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მხოლოდ ოთხი თვითმართველი ქალაქის მოგება შეძლო - ახალციხის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ზუგდიდის.
თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი წესით 59 გამგებელი აირჩევა, რაც საქართველოსთვის ასევე ისტორიული მოვლენაა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ „ოცნების“ კანდიდატებმა 46 მუნიციპალიტეტში უკვე გაიმარჯვეს.
უცნაური სიტუაციაა მარნეულში, სადაც „ოცნებამ“ არჩევნების წინ განაცხადა რომ მოხსნა საკუთარი კანდიდატი, ახლა კი ირკვევა რომ მერაბ თოფჩიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მაინც მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. იგი არც გამგებლის სკამის დაკავებაზე ამბობს უარს.
ნაციონალურმა მოძრაობამ „არაჯელტმენული ჟესტის“ საპასუხოდ, დღეს საღამოს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მათივე მტკიცებით ჩანს, რომ "მარნეულში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა". ცესკო-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. „ოცნებამ“ ბრალდებებს პროვოკაცია უწოდა. შსს-მ კი განაცხადა, რომ ორივე ფაქტს უსწრაფესად გამოიძიებს.
"მკაცრად დაისჯება ყველა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად"
დანარჩენ 13 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურია საჭირო. ყვარელში, თელავში, თერჯოლაში, ქობულეთში, და ხონში - მეორე ტურში ერთამენთს „ოცნება“ და „ნაციონალები“ დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ ხონში მეორე ტურში გადავიდა „ნაციონალი“, ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. იგი თებერვალში კორუფციის ბრალებით დააკავეს.
ახმეტაში, თიანეთში, ტყიბულსა და მარტვილში „ოცნებას“ მეორე ტურში, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან; ლანჩხუთსა და ხულოში „ოცნების“ მეტოქე „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება. გორში „ოცნებას“ ოპონირებას, ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტია“, ბაღდათში კი სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზის“ კანდიდატი მევლუდ კიკნაველიძე გაუწევენ. 2013 წელს კიკნაველიძე ბაღდათის გამგებლად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით აირჩიეს, ახლა კი ყოფილი საგარეო მინისტრის პარტიაში მოგვევლინა. მევლუდ კიკნაველიძე ამბობს
,,ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის დღიდან მეც და ჩემი გუნდიც მის გვერდით ვიდექით, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შემდეგ ბაღდათში პარტიის სათავეში, შტაბის ხელმძღვანელად, პარტიის ხელმძღვანელად, ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ. ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად ვიბრძოდით, იმ ხალხით ჩაგვანაცვლეს. მე ,,ოცნებისთვის“ არ მიმიმართავს, თავიდანვე გადავწყვიტე თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა პარტიის სახელით წავსულიყავი“
თბილისის საკრებულოში 25 მაჟორიტარის ადგილიდან 24 ოცნებამ მოიგო, ერთი კი დამოუკიდებელ კანდიდატს, ტელეკომპანია „კავკასიის“ ყოფილ ჟურნალისტს ალეკო ელისაშვილს ერგო, მან საბურთალოზე გაიმარჯვა.
რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს“ საქართველოს მასშტაბით „ოცნება“ 50,74 %-ით ლიდერობს, მათ ამ დროისთვის 685 000-ზე მეტი ხმა აქვთ მიღებული; მეორეა, „ნაციონალური მოძრაობა“ - 301 000 ხმა, რაც 22,31 პროცენტს უდრის; „ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ“ - 10 პროცენტი ანუ 139 000 ხმა მიიღო; და ნამდვილი სენსაციაა ულტრამემარჯვენე „პატრიოტთა ალიანსის“ თითქმის 5 პროცენტი ანუ 64 000 ხმა. პროპორციულ არჩევნებში თბილისის მასშტაბითაც ანალოგიური განლაგებაა, თუმცა, აქ „ოცნებას“ უფრო ცოტა 45% აქვს.
საინტერესოა, რომ 12 მერის, 59 გამგებლის და 71 საკრებულოში 2084 ადგილისთვის სულ 16 190 კანდიდატი იბრძოდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 20 პარტია და ოთხი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.
ბოლო წლებში, ეს პირველი შემთხვევაა რომ საქართველოს არჩევნებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი არ დააკვირდა, თუმცა დამკვირვებლების დეფიციტს ეს არჩევნები არ უჩიოდა, საარჩევნო პროცესს 91 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია დაესწო. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს
„არ ვნანობ, რომ 50%-იანი ბარიერის დაწესების მოთხოვნის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი! ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში ისეთი არჩევნები ტარდება, რომლის შედეგებიც ყველაზე ჩართული მხარეებისთვისაც მოულოდნელია! ეს ბევრი ქვეყნისთვის ფუფუნებაა!“
საბოლოო შეფასებები მოგვიანებით გაკეთდება, თუმცა ნათელია, რომ ადგილი ჰქონდა კანონის უხეში დარღვევის ცალკეულ შემთხვევებს. მათ შორის - ხონში, ანაკლიაში, მარტვილში, მარნეულში, ფონიჭალასა და ვაზისუბანში, სადაც „ნაციონალ“ გოგა ონიანის საარჩეენო შტაბს ორი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტს შსს იძიებს. ცსკ-ომ რამდენიმე საჩივარი უკვე განიხილა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები 24 დღეში უნდა შეაჯამოს და შეჯამებიდან, 3 დღეში მეორე ტური უნდა დანიშნოს, განმეორებითი არჩევნები სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება.