ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზაში მოკლული კიდევ ერთი მძევლის ვინაობა დაადასტურა


ისრაელის სამხედრო უწყებამ დაადასტურა, რომ ღაზაში აღმოჩენილი მოკლული მძევალი ჰამზა ზიადნეა, მეორე მოკლული მძევლის, იუსეფ ზიადნეს შვილი. მისი ცხედარი მშობლის გვერდითვე, ქალაქ რაფასთან ახლოს, მიწისქვეშა გვირაბში ესვენა.

ისრაელის სამხედრო უწყებამ პარასკევს გამოაცხადა, რომ ისრაელელ ბედუინ ჰამზას ოჯახს, რომელიც „ჰამასის“ წინამძღოლობით მოქმედმა მებრძოლებმა, მამამისთან ერთად მძევლად წაიყვანეს, მისი სიკვდილის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ შეატყობინეს.

კვირის დასაწყისში სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ორივე მძევლის ცხედარი, „ჰამასის“ ან სხვა პალესტინური შეიარაღებული ჯგუფის წევრი მცველების სიახლოვეს ნახეს. მათ თქვეს, რომ ასინი ახლად გარდაცვლილად არ ჩანდნენ და ჯერ კიდევ ნათელი არ არის, თუ როგორ მოკლეს.

„ჰამასს“ ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მძევლების ცხედრები იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც შუამავლებმა, კატარმა, შეერთებულმა შტატებმმა და ეგვიპტემ განაახლეს ძალისხმევა, რათა 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, ღაზაში ბრძოლის შეწყვეტის და დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწიონ.

მოლაპარაკებები ერთი წლის განმავლობაში გაყინული იყო ორი საკვანძო საკითხის გამო: „ჰამასმა განაცხადა, რომ დარჩენილ მძევლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებს, თუ ისრაელი ომის დასრულებას დათანხმდება და ღაზადან ჯარს სრულად გაიყვანს. ისრაელი კი ამბობს, რომ ომს არ შეწყვეტს, სანამ „ჰამასს“ არ დაშლის და ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.

ისრაელმა ღაზაზე იერიში დაიწყო მას შემდეგ, რაც 15 თვის წინ „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის საზღვრებში შეიჭრნენ და ისრაელის ცნობების თანახმად, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად წაიყვანეს.

XS
SM
MD
LG