თბილისი —
სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაკარგულად ითვლება - ასეთია შაბათის ტრაგედიის არასრული სურათი დარიალის ხეობაში, რომელიც დევდარაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის გამო წარმოქმნილმა, დამანგრეველმა მყინვარულმა ღვარცოფმა გამოიწვია.
მილიონ ნახევარ კუბურ მეტრზე მეტმა, ჩამოშლილმა ყინულისა და მიწის მასამ, საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთი დაანგრია და მცირე ხნით მდინარე თერგიც გადაკეტა.
დევდარაკის მყინვარი - სამხედრო გზის გვერდით, 5047 მეტრი სიმაღლის მწვერვალ მყინვარწვერის, ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზეა განფენილი. მისი სიგრძე 5 კილომეტრია, საერთო ფართობი კი 7 კვადრატულ კილომეტრზე მეტი.
დევდარაკის დამანგრეველი ძალა დარიალს არაერთხელ უწვნევია. მყინვარის მოძრაობით გამოწვეული ნგრევები და ღვარცოფები, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან არის აღწერილი. ბოლო აქტიურობა დევდარაკს 2002 და 2007 წლებში ჰქონდა, თუმცა ნგრევის მასშტაბი ნაკლები იყო.
დანამდვილებით უცნობია, თუ რამდენი სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა მყინვარული ღვარცოფის უზარმაზარმა მასამ. ასევე „დარიალ ჰესზე“ დასაქმებული რამდენი მუშაა ჩარჩენილი დერივაციულ გვირაბში, რომელიც ღვარცოფმა ასევე დაფარა.
სოფელ გველეთის მკვიდრნი ფიქრობენ, რომ დაღუპულთა და დაკარგულთა რიცხვი შეიძლება უფრო მეტი იყოს. მაშველები მიწის მასაში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენის შანსები მიზერულია. მესამე დღეა საკუთარ შვილის ეძებს საქართველოს მოქალაქე მარინა გევორქოვა. 23 წლის გიორგი გევორქოვი, „დარიალ ჰესზე“ მუშაობდა.
„23 წლის ბიჭია, ჰესზე მუშაობდა ბავშვი, აქ თურქებთან. ბოლოს, თურმე, უყვიროდა თურქებს გაიქეცითო, ვისაც ეძინა. თავად ვეღარ მოასწრო აქეთ გამოსვლა და გაქცეულა ჰესის გვირაბის მხარეს. რა მოხდა აღარ ვიცით. ბოლოს ეგ მომენტი ნახეს.“
სახელმწიფო ყოველგვარი კვლევის გარეშე, კატეგორიულად აცხადებს, რომ მდინარე თერგზე „დარიალი ჰესის“ მშენებლობას მყინვარული ღვარცოფის წარმოქმნასთან კავშირი არ აქვს.
ამასთან, კვლავ გაუგებარი რჩება, რატომ გაიცა ჰესის მშენებლობაზე ნებართვა ისეთ მგძნობიარე ტერიტორიაზე, სადაც დევდარაკიდან წამოსული მყინვარული ღვარცოფი ბოლო სამი საუკუნის მანძილზე, არაერთხელ ჩამოწოლილა.
მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მთის მყინვარებზე, მათ შორის დევდარაკზე, მიმდინარე ურთულესი პროცესები, რაც მყინვარების სწრაფი დნობით გამოიხატება, კლიმატის ცვლილებითა და გლობალური დათბობით არის გამოწვეული.
ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე, საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ნახევრიდან ერთ გრადუსამდე მოიმატა. პარალელურად, „ქართული“ მყინვარები ყოველწლიურად, 10-15 მეტრით პატარავდება, ეს პროცესი, ბოლო 20 წლის მანძილზე, განსაკუთრებით საგრძნობი გახდა.
მეცნიერთა მეორე ნაწილი, მყინვარწვერის კალთებზე მყინვარების დნობას თავად მწვერვალს უკავშირებს. როგორც ცნობილია, მყინვარწვერი ჩამქრალი სტრატო ანუ შრეებრივი ვულკანია. ბოლო ამომფრქვევის თარიღად ძველი წელთაღრიცხვის 650 წელია განსაზღვრული.
2002 წლის სექტემბერში, მყინვარწვერის მასივის კალთაზე, კოლკას მყინვარის მოწყვეტამ, მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთის, კარმადონის ხეობაში, 125 ადამიანის, მათ შორის, რუსი კინოვარსკვლავის სერგეი ბოდროვის სიცოცხლე შეიწირა. 200 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი, მყინვარული ღვარცოფი იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ რუსეთის ისტორიაში ყველაზე „დიდი მყინვარული კატასტოფა“ უწოდეს.
ათ წლიანი კვლევების შემდეგ, კოლკას მყინვარის მოწყვეტის მიზეზად, მეცნიერებმა, კოლკაზე „მყინვარწვერის ჩამქრალი ვულკანის გაზოდინამიკული ზემოქმედება მიიჩნიეს“.
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი, გლაციოლოგი ლევან ტიელიძე ამბობს, რომ ამჯერად, მყინვარწვერის კალთიდან, დევდარაკის მყინვარის ენის მოწყვეტა მოხდა. ეს პროცესი კი მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის, მდინარე ამალის სათავიდან განვითარდა.
„ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. ეს ყველაფერი განვითარდა, მდინარე ამალის სათავეში. ეს სავარაუდოდ, მოხდა, სწორედ ამალის წყლის დაგუბების და დევდარაკის მყინვარის ენის ჩამონგრევის შედეგად. ანუ წყლის დაგუბება და შემდეგ ნაშალის სახით გამოტანა გახდა საბოლოო შედეგი იმისა, რასაც ახლა დარიალის ხეობაში ვხედავთ. თუმცა, სათავე სტიქიისა, კიდევ ვიმეორებ არის ამალის წყლის ხეობაში, დევდარაკის მყინვარზე.“
დარიალის ხეობაში მყინვარული ღვარცოფის ჩამოწოლამ დიდი ადამიანური ტრაგედიის პარალელურად, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიძნელეები შექმნა. გაურკვეველი დროით ჩაიკეტა, საქართველოს სამხედრო გზა, ამ დროისთვის ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც საქართველოს და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. შესაბამისად, დაკეტილია ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც.
ღვარცოფმა ასევე დაანგრია, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი - მაგისტრალური გაზსადენის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მონაკვეთი, რომლის მეშვეობითაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი ხდებოდა. სომხეთი მიწისქვეშა გაზსაცავის მარაგის იმედად დარჩა.
სპეციალისტთა აზრით, დარიალის ხეობაში ჩამოყოლილი მიწის უზარმაზარი მასის გათვალისწინებით, საქართველოს სამხედრო გზის გახსნას, მინიმუმ ერთი თვე შეიძლება დასჭირდეს.