ღაზის სექტორში მცხოვრები 2.3 მილიონი მოსახლეობის უმეტესობას ახლა არ აქვს არც შუქი, არც წყალი. ისრაელის სრული ბლოკადის გამო, ღაზის მოსახლეობას არა მხოლოდ ელემენტარული საჭიროების საშუალებები არ აქვს, არამედ არ აქვს არც გასაქცევი და თავშესაფარი მაშინ, როდესაც ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ, ისრაელი ღაზას აქტიურად ბომბავს.
პალესტინელების ტერიტორია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია, შაბათის შემდეგ სრულ ბლოკადაშია მოქცეული და გამუდმებით იბომბება. პალესტინის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაბომბვების შედეგად, მოკლულია 1,000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელი ასე ჰამასის შეტევაზე საპასუხოდ იქცევა. ისრაელის მთავრობაში ამბობენ, რომ ჰამასის თავდასხმამ, 1,200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ღაზის ერთადერთი ელექტრო ენერგიის წყარო, რომელიც შეფერხებით მუშაობდა, ოთხშაბათს, საწვავის ამოწურვის გამო გაითიშა. ელექტროენერგიის გარეშე კი მოსხლეობას არც წყალი მიეწოდება. ღამით ღაზაში სრული სიბნელეა.
"წარსულში ყველა ომი და შეტაკება გამოვიარე, მაგრამ, ამაზე საშინელი ომი არ მინახავს",- ამბობს 35 წლის იემენ ჰამადი, 4 შვილის მამა და ღაზის მცხოვრები.