ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაცობრიობა პოსტ-ანტიბიოტიკურ ხანაში გადადის


„გალილეო“: ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის გამო შესაძლოა რიგ სამედიცინო მიღწევებში უკანდახევა მოხდეს

რუბრიკა „გალილეო“ დღეს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობის თემას უბრუნდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ კაცობრიობა ე.წ. „პოსტ-ანტიბიოტიკურ“ ეპოქაში გადადის. სპეციალისტების აზრით, რისკი ძალიან მაღალია, ვინაიდან ანტიბიოტიკების ეფექტურობაზე პაციენტების ძალიან დიდი ნაწილია დამოკიდებული. მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების რაოდენობრივ ზრდა კი სავარაუდოდ, მთელ რიგ მოწინავე სამედიცინო მიღწევებში უკანდახევას გამოიწვევს.

ბაქტერია დედამიწის ბინადრებს შორის ერთ-ერთი პირველი ცოცხალი ორგანიზმია და მასზე მცხოვრებ თითქმის ყველა არსებაშია. ზოგი ბაქტერია, მაგალითად მაწონის, სასარგებლოც არის, მაგრამ არსებობს მომაკვდინებელი ბაქტერიები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალ ანგარიშს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიც უერთდება. ექიმი ლორი ჰიქსი ამბობს, რომ ანტიბიოტიკები ზოგ ბაქტერიაზე ძველებურად აღარ მოქმედებს.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:43 0:00
ბმული

„წელიწადში მხოლოდ ამერიკაში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების 2 მილიონზე მეტი ეპიზოდი ფიქსირდება. აქედან 23 ათასი ადამიანი დაიღუპა“ - ამბობს ის.

ექიმ ჰიქსის აზრით, ორი რამის ცოდნა აუცილებელია:
„გვინდა, ექიმებმა იცოდნენ, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა სერიოზული პრობლემაა“. და მეორე: „პაციენტებმა კი გაიგონ, რომ ანტიბიოტიკი ყოველთვის არ მუშაობს, განსაკუთრებით ვირუსულ ინფექციებზე“.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობამ ამერიკულ საავადმყოფოების მუშაობა შეცვალა. ბალტიმორში, ჯონს ჰოპკინსის კლინიკაში ექიმები ანტიბიოტიკების დანიშვნის დროს ფრთხილობენ და მუდმივად ამოწმებენ, სწორი მედიკამენტია თუ არა შერჩეული, ან რამდენად მართებულია დანიშნული დოზა. ექიმი ტრიშ პერლი საავადმყოფოს ეპიდემიოლოგია.

„მოულოდნელად ხვდები, თუ რა მდგომარეობაში იყო მედიცინა 50, 70, 80 წლის წინ, როცა ანტიბიოტიკი არც არსებობდა“ - ამბობს ის.

იქვე მდებარე მერილენდის უნივერსიტეტის სამდიცინო ცენტრში ცვლილებები სარეანიმაციო განყოფილებასაც შეეხო. მომაკვდინებელ ინფექციას, რომელიც საავადმყოფოში, განსაკუთრებით რეანიმაციის განყოფილებაში იოლად ვრცელდება, მერსას (MRSA) უწოდებენ. რამდენად ეხმარება სამედიცინო პერსონალის მიერ ხელთათმანების და ერთჯერადი ხალათების ხმარება ინფექციის შემცირებას? ამ საკითხით ექიმი ენტონი ჰარისი დაინტერესდა და ის საფუძვლიანად შეისწავლა.

„ხელთათმანების და ერთჯერადი ხალათების ხმარებამ ყველა იმ ადამიანის მიერ, რომელიც პაციენტთან კონტაქტშია, მერსას შემთხვევები 40 პროცენტით შეამცირა“ - აღნიშნავს ექიმი ჰარისი.

ექიმ პერლის თქმით, მეტი დაფინანსებაა საჭირო, რათა ამ ორგანიზმების გავრცელების უკეთ შესწავლა მოხდეს; შეიქმნას ახალი მედიკამენტები იმ ანტიბიოტიკების ჩასანაცვლებლად, რომლებიც ბაქტერიაზე აღარ მოქმედებს, და პაციენტების მეტი განათლება მოხდეს.

„რეზისტენტულობა ჩვეულებრივ მაშინ ვითარდება, როცა პაციენტი ერთეულ დოზას, ზოგჯერ მთელ დღეს გამოტოვებს. ან მკურნალობის კურსს დროზე ადრე შეწყვეტს. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი“ - ამბობს ექიმი პერლი.

გამოსავალი რაც შეიძლება მალე უნდა მოინახოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ შექმნილი ვითარების გამო თანამედროვე მედიცინის მთელი რიგი მიღწევები რისკის ქვეშ დგება.
XS
SM
MD
LG