რუბრიკა გალილეო დღეს გრიპის ვაქცინაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეფექტზე მოგითხრობთ. გრიპის სეზონი ახლახან დაიწყო და ექიმები შეერთებულ შტატებში ყველა ასაკის ადამიანს, 6 თვის ზევით, გვირჩევენ დროულად ავიცრათ. როგორც უახლესი კვლევებით დასტურდება, გრიპის ვაქცინა არამარტო ვირუსული გრიპის პრევენციას ახდენს.
მედიკოსები ვირუსულ გრიპს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებად თვლიან. გრიპისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან გულით ავადმყოფები, როგორიცაა ლორენ ნეილორი. ამიტომ ის ყოველწლიურად იცრება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი ჯანმრთელობის მენეჯმენტს ვდილობ. ვირუსული გრიპის დამართვის შანსი მინიმუმზე უნდა დავიყვანო“ - ამბობს ლორენი.
ექიმების აზრით, გულით დაავადებულ პაციენტებში ვირუსული გრიპის გამო იზრდება ინფარქტის, ინსულტის და გულის უკმარისობის განვითარების შანსი. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ როდესაც ორგანიზმი ვირუსს ებრძვის, ანთებითი პროცესის დროს, ჩვენი არტერიები უფრო არასტაბილური და მგრძნობიარე ხდება, რის გამოც სისხლის კოლტების წარმოქმნის და გაუმტარობის მეტი ალბათობა ჩნდება.
ვაქცინაციით გულის შეტევის რისკი ჯანმრთელ ადამიანებშიც მცირდება. ექიმი ჯეიკობ იუნდელი ტორონტოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა კვლევას, რომელმაც 7 ათასი პაციენტის მონაცემები შეისწავლა.
„საბოლოო ჯამში, 33 პროცენტით შემცირდა ინფარქტების, ინსულტების და სხვა კარდიოვასკულარული შეტევების რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც აიცრნენ, იმათთან შედარებით, ვინც არ აცრილა“ - აღნიშნავს ექიმი იუნდელი.
რაც შეეხება მათ, ვინც გულის შეტევა ახლახან გადაიტანა, ვაქცინაციით ახალი შეტევის პრევენცია საშუალოდ 50 პროცენტამდე იზრდება. ამიტომ, ექიმ იუნდელის აზრით, ამას ბევრი ფიქრი არ უნდა:
„ყველას მოვუწოდებ, ვინც აცრას რაიმე მოსაზრებით სკეპტიკურად უყურებს, გაითვალისწინონ, რომ გრიპის აცრა პოტენციურად გულის შეტევის რისკსაც ამცირებს“.
ექიმ იუდელს ახალი სამეცნიერო კვლევის ჩატარება სურს, რომელიც მის თეორიას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს. აღნიშნული კვლევის გაცნობა შესაძლებელია გამოცემაში: ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალი (The Journal of American Medical Association).