ამერიკელი ჯანდაცვის სპეციალისტები ანტიბიოტიკების ეფექტურობის შესახებ გამოცემულ ახალ ანგარიშზე მსჯელობენ. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ინფექციების გამო ყოველწლიურად 2 მილიონი ამერიკელი ავადდება და აქედან 23 ათასი კვდება. ცენტრის დირექტორის, ტომ ფრიდენის თქმით, მონაცემები ფარდობითია და უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში როგორც დაავადებულთა, ასევე დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ცენტრის ახალი ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მზარდი ტენდენციის შესაჩერებლად სასწრაფო ზომებია მისაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიბიოტიკების რაოდენობაც კი შეიძლება შემცირდეს.
„თუ ფრთხილად არ მოვიქცევით, აფთიაქის დახლები დაცარიელდება, როცა იქ წამლის საყიდლად, სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ანტიბიოტიკის შესარჩევად შევალთ. მაგრამ ახლავე თუ მივიღებთ საჭირო ზომებს, არამარტო უკვე არსებული მედიკამენტების შენარჩუნებას შევძლებთ, არამედ ახალი ანტიბიოტიკების შექმნასაც შევუწყობთ ხელს“ - აღნიშნავს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი.
ყველაზე შემაშფოთებელ პათოგენებს შორის სპეციალისტები ასახელებენ ვენერიული დაავადებების მიმართ რეზისტენტულ მედიკამენტებს, რომლებიც ამერიკაში ყოველწლიურად 250 ათასზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაციას და 14 ათასი ავადმყოფის სიკვდილს იწვევს. ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, ყველაზე საშიშია ბაქტერია, სახელწოდებით „სიარი“ (CRE). ის რეზისტენტულობას თითქმის ყველა არსებული ანტიბიოტიკის მიმართ ავლენს და ძალიან მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით გამოირჩევა.
მედიკამენტებისადმი რეზისტენტულობა ანტიბაქტერიული აგენტების არასწორი, ზოგჯერ ზედმეტი გამოყენებით არის ხოლმე გამოწვეული. პაციენტმა ანტიბიოტიკის მიღების წესი, რომელიც რეცეპტშია მითითებული, ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაიცვას. სპეციალისტების შეშფოთებას ასევე იწვევს ანტიბიოტიკების გამოყენება ფერმებში გაზრდილ ჯანმრთელ საქონელში და ფრინველში. მართალია, ანტიბიოტიკები მეცხოველეობის და მეფრინველეობის ეფექტურობას ზრდის და ხელს უწყობს დაავადებათა პრევენციას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მედიკამენტების ნარჩენებს, რომლებიც შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხვდება, საბოლოო ჯამში შეუძლია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის გამომუშავება გამოიწვიოს.
იმისათვის, რომ რეზისტენტულობის მაქსიმალური შემცირება მოხდეს, სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ჩვეულებრივი, რუტინული პროცედურების დაცვას, როგორიცაა მაგალითად, ხელის ხშირი დაბანა, და ასევე იმუნიზაციის რეკომენდირებული რეჟიმის თანმიმდევრულ მიყოლას. ხელის ხშირი ბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე.
მაიკლ ბელი, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი დივიზიის დირექტორი, ამბობს, რომ პაციენტიც ვალდებულია ანტიბიოტიკების ეფექტურობაზე იზრუნოს. ეს რამდენიმე აუცილებელი შეკითხვით უნდა მოხდეს, რომელიც პაციენტმა ექიმს უნდა დაუსვას: „რას აკეთებთ იმისთვის, რომ ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ინფექციით არ დავავადდე? ასეთი კითხვები მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდასაც უწყობს ხელს“.
ანტიბიოტიკების ეფექტურობაზე დღეს პაციენტების ძალიან დიდი ნაწილია დამოკიდებული. მათ შორის ის, ვინც ქირურგიული ოპერაციები, ქიმიური ან სხივური თერაპია ჩაიტარა. ანტიბიოტიკები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგაც. სპეციალისტების აზრით, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების რაოდენობრივ ზრდას შეუძლია მთელი რიგი მოწინავე სამედიცინო მიღწევები უკან დახიოს და მათი გამოყენების საჭიროებაც კი ზოგჯერ ეჭვქვეშ დააყენოს.