კიბოთი დაავადებულთა რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემაშფოთებლად იზრდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ 14.1 მილიონს მიაღწია, მაშინ, როცა 2008 წელს დასნულებულთა რიცხვი 12.7 მილიონს არ აღემატებოდა.
აღნიშნული მონაცემები ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ 184 ქვეყანაში მოაგროვა და სულ 28 ტიპის კიბოს მოიცავს. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გასულ წელს დაავადებამ 8.2 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. 2008 წელს კი 7.6. რაც შეეხება დაავადების ტიპებს, პირველ ადგილზე 1.8 მილიონი შემთხვევით და საერთო რაოდენობის 13 პროცენტით - ფილტვის კიბოა. მეორეზე 1.7 მილიონით - სარძევე ჯირკვლის (11.9%). მესამე ადგილზეა კოლორექტალური ნაწლავის კიბო, 1.4 მილიონით და 9.7 პროცენტით.
ოდნავ განსხვავებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ყველაზე დიდი რაოდენობით ფილტვის კიბოთი დაავადებული ადამიანები დაიღუპნენ - 1.6 მილიონი, სრული მონაცემის 19.4 პროცენტი. შემდეგ მოდის ღვიძლის (0.8 მილიონი, 9.1 %) და კუჭის (0.7, 8.8%).
დევიდ ფორმანი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია სარძვე ჯირკვლის კიბოს მონაცემები, რაც ხშირად არასწორი ცხოვრების წესს და გარემოს დაბინძურებას უკავშირდება. ამას გარდა, განვითარებად ქვეყნებში ქალებს ხშირად არც დროულ დიაგნოსტიკაზე და არც მოწინავე მკურნალობის მეთოდებზე მიუწვდებათ ხელი.
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ 2012 წელს 6.3 მილიონ წინა წლებში დაავადებულ ქალს 1.7 მილიონი ახლადდასმული დიაგნოზი დაემატა. სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები 20 პროცენტზე მეტად გაიზარდა. სიკვდილიანობის შემთხვევები კი - 14-ით. დედამიწაზე მკერდის კიბოთი სხვა ტიპებთან შედარებით ყველაზე მეტი ქალი იღუპება. მსოფლიოს 184 შესწავლილი ქვეყნიდან 140-ში ასევე ყველაზე მეტია სარძევე ჯირკვლის კიბოს დიგანოზის დასმის ფაქტიც. დღევანდელი მონაცემებით, ქალებში კიბოს ყოველი მე-4 დიაგნოზი მკერდის კიბოზე მოდის.
რაც შეეხება გეოგრაფიულ განაწილებას, კიბოს შემთხვევების ნახევარზე მეტი, 56.8 პროცენტი და ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 64.9 პროცენტი 2012 წელს მსოფლიოს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში დაფიქსირდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაავადების შემთხვევების გაზრდა მომავალშიც არის მოსალოდნელი. გლობალურად მოსახლეობის ზრდის და დაბერების მონაცემების გათვალისწინებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შიშობს, რომ 2025 წლისთვის კიბოთი დასნეულებულთა რაოდენობა 19.3 მილიონს მიაღწევს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაჩვენებლები ასევე გაიზრდება განვითარებად ქვეყნებში.