ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონმა მისი პრემიერის მხრიდან გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელიზაბეტ ბორნი თანამდებობაზე რჩება. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მაკრონმა მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა არ დააკმაყოფილა, პრემიერ-მინისტრ ბორნის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით.

ბორნმა გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო, მას შემდეგ რაც მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ „ერთად“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. მიმომიხილველთა ნაწილი საარჩევნო წარუმატებლობას და კამპანიის ჩავარდნად სწორედ მას უკავშირებს.

ფრანგული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ ახლა პრეზიდენტი მაკრონი ცდილობს ოპოზიციას ესაუბროს, ქვეყანაში შექმნილი უპრეცენდენტო ვითარებიდან გამოსავლის საპოვნელად. მმართველ გუნდს პარლამენტში კოალიციები დასჭირდება, რათა მისი საკანონმდებლო ინიციატივები გაიტანოს. თუ მაკრონი ვერ მოახერხებს ალიანსია შექმნას, ეს ქვეყანას პოლიტიკურ ჩიხში შესვლის საფრთხის წინაშე აყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG