მოსკოვი აცხადებს, რომ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ხელახალი კონფიგურაციის შემდეგ, უკრაინის ხერსონის რეგიონში, რუსული ტელეარხები მაუწყებლობს. რუსეთი ანექსირებული ყირიმის მახლობლად, უკრაინის სამხრეთში, კონტროლის დაწესებას აგრძელებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ქვედანაყოფების სპეციალისტებმა, ხერსონის რეგიონის შვიდი სატელევიზიო ანძიდან ბოლო, რუსული სატელევიზიო არხების გადასაცემად დააკავშირეს“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, რუსულ სოციალურ ქსელ „VKontakte” - ზე გავრცელებულ განცხადებაში.
„მეშვიდე ანძის დაკავშირებამ, მაუწყებლობის ქსელი მთელს რეგიონზე გაზარდა და შესაძლებელი გახადა მთელს ტერიტორიაზე გადაიცემოდეს 24 რუსული სატელევიზიო არხი“ - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
რუთმა ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ხერსონის რეგიონზე კონტროლი თებერვალში, უკრაინაში ხელახალი შეჭრისა და სრუმლაშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე მოიპოვა, მოგვიანებით კი პრორუსული ე.წ. „ადმინისტრაცია“ შექმნა.
ომმა ათასობით ადგილობრივი მკვიდრი იძულებული გახადა კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიზე გადასულიყო, რუსეთმა კი კონტროლის დასამყარებლად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები განალაგა.