ევროკავშირმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად სულ რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს. ევროკავშირის ლიდერების ნაწილი უკრაინას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის მიუხედავად, ეჭვებსაც გამოთქვამს.