ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიამ პირველი მემარცხენე პრეზიდენტი აირჩია


კოლუმბიას ახალი პრეზიდენტი ყავს. მემარცხენე გუსტავო პეტრო, რომელიც ყოფილი პარტიზანი მებრძოლია, მოსახლეობას მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს ჰპირდება.

პეტრომ თავისი მოწინააღმდეგე, როდოლფო ჰერნანდეზი საკმაოდ დიდი სხვაობით, 700,000 ხმით დაამარცხა. სამშენებლო მაგნატის ასეთი სხვაობით დამარცხება ანალიტიკოსების თქმით, კოლუმბიაში არსებული ეკონომიკური სირთულეებითაა განპირობებული.

პეტრო ქვეყნის დედაქალაქის, ბოგოტას ყოფილი მერია. მან პირობა დადო, რომ ქვეყანაში არსებული უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძოლებს და მოსახლეობას უფასო განათლებას, საპენსიო რეფორმებს და არაპროდუქტიულ მიწებზე მაღალი გადასახადების დაწესებას დაჰპირდა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხმათა 50,5% აიღო, ხოლო მის კონკურენტს მხარი მოსახლეობის 47,3%-მა დაუჭირა. კოლუმბიაში პრეზიდენტი ერთი ვადითაა შეზღუდული.

ევროპა „რთულ” მდგომარეობაში და ფული რუსეთის ზარდახშაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:09 0:00

პეტროს ინიციატივებმა, განსაკუთრებით კი ნავთობის შესახებ პროექტმა, ზოგიერთი ინვესტორის შეშფოთება გამოიწვია, თუმცა მან პირობა დადო, რომ პატივს სცემს უკვე არსებულ და გაფორმებულ კონტრაქტებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი კანდიდატის არჩევა, სავარაუდოდ ბაზრის არეულობას გამოიწვევს იქამდე, ვიდრე ახალი მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი არ დამტკიცდება.

XS
SM
MD
LG